planetanews Posted January 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2012 2012 წლის იანვრიდან აბონენტები, რომლებიც ფიქსირებული და მობილური სატელეფონო მომსახურეობით სარგებლობენ, ყოველთვიურ სავალდებულო გადასახადს გადაიხდიან: ფიზიკური პირები თვეში 20 თეთრის, იურიდიული პირები კი – 50 თეთრის ოდენობით. აღნიშნული თანხა ერთიანი საგანგებო სამსახურის სატელეფონო ნომრის – 112-ის მომსახურეობის საფასურია. გადასახადის გადახდა მოუწევს ყველა აბონენტს, რომელიც თვის განმავლობაში ჯამში 5 ლარზე მეტი ღირებულების სატელეფონო მომსახურეობას შეიძენს ან ხარჯავს. გადასახადი ძალაშია იმ შემთხვევაშიც, თუ აბონენტს 112-ის მომსახურეობით საერთოდ უსარგებლია. ერთიანი სატელეფონო ნომერი 112 გაზაფხულიდან ამოქმედდება, თუმცა გადასახადი აბონენტებს იანვრიდან ეკისრებათ. გადასახადისგან თავისუფლდებიან ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts