planetanews Posted January 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2012 მეუფე იოანე გამრეკელი უარყოფს მეუფე იობ აქიაშვილის განცხადებას, რომ სინოდალურმა კომისიამ რაიმე გადაწყვეტილება მიიღო ელექტრონულ პასპორტებთან დაკავშირებით. მეუფე იოანე განმარტავს, რომ ”ჯერ ამ საკითხთან დაკავშირებით კომისას არ უმსჯელია. თანაც, გადაწყვეტილების მიღება კომისიას არ ევალება, კომისია იმიტომ შეიქმნა, რომ მოამზადოს მასალები და წარუდგინოს სინოდს. სწორედ წმინდა სინოდმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. კომისიას ამის უფლებამოსილება არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი” ვიდეო ქადაგებაში მეუფე იობი ამბობს, რომ კომისიამ გადაწყვიტა დაგმოს ელექტრონული ბარათები და მიმართოს ხელისუფლებას:”ეს არის ღვთის წყალობა, რომ აი, ამ აზრზე დადგა წმინდა სინოდის წევრები. მათ შორის მისი უწმინდესობაც დათანხმდა, აი, ამ წინადადებას და ახლა მზადდება ტექსტი, რომ ჩვენ მივმართოთ ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინონ 95% მართლმადიდებელი ქრისტიანის აზრი ამასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად ჩვენ მოგვეცეს არჩევანის უფლება და არა იძულებით თავს მოგვახვიონ ელექტრონული ბარათები. მისმა უწმინდესობამ ისიც კი ბრძანა, რომ გამოიცეს ბროშურების სახით, რომ მთელ საქართველოში დარიგდეს ეს და ინფორმირებული იყოს მოსახლეობა ამ ელექტრონულ ბარათებთან დაკავშირებით” 20 დეკემბრის სინოდის სხდომის ოქმის მიხედვით, საკითხის შესასწავლად შეიქმნა კომისია შემდეგი შემადგენლობით: ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი; ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა გიგიბერია; რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი. შეგახსენებთ, რომ ახალ პასპორტს მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი ანტიქრისტეს ბეჭდად მიიჩნევს და მის აღებაზე უარს ამბობს. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts