Jump to content
Planeta.Ge

კეთილი ადამიანები ხალხს აკავებენ


Recommended Posts

რუსთაველის გამზირზე პოლიციელებმა საპროტესტო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გადასვლა მეორედ სცადეს.

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ჯაბა ჯიშკარიანი, მიხეილ მუმლაძე და ილია ჩაჩიბაია. მანამდე კი, ზაზა სვანაძე დააკავეს. რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, ქაშუეთის ეკლესიასთან მობილიზებული არიანი პოლიციის თანამშრომლები.

 

გოგა ხაინდრავამ აქციის მონაწილეთა დაკავებას უკანონო უწოდა და აღნიშნა, რომ ”აქციის მონაწილეები საკუთარ აზრს და პროტესტს გამოხატავდნენ ქვეყანაში არსებულ უკანონობასთან და სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით”.

 

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას, როგორც თავად აქციის ორგანიზატორები ამბობენ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავთან დაკავშირებით მართავენ. აქციაში რამდენიმე ახალგაზრდული ორგანიზაციისა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ipn

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

რუსთაველის გამზირზე პოლიციელებმა საპროტესტო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გადასვლა მეორედ სცადეს.

რად გვინდა დემოკრატიაო ღიად იძახიან მიშისტები!

 

აქ ვრცელდება ინფოები

 

 

http://www.obieqtivi.net/demo/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატო დააკავეს თავისთვის იდგა ბიჭი რუპორით...

თფუ... ესეიგი ხმა არ ამოიღოთ საერთოდო ,თუ როგორაა მაგათი საქმე???

 

 

 

 

 

(23 მომხმარებელი კითხულობს თემას

1 მომხმარებელი, 22 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი)

 

ეს მაგარია რა..:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1 მომხმარებელი, 20 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი

 

ჩვენ არაფერს ვაშავებთ. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს სტუმრები რას კითხულობენ ნეტა?

 

შსს-დან სავარაუდოდ, რომ გადაძახილი არ იყოს ალბათ.

დღეს რამე დღე იყო გვირგვლიანთან დაკავშირებული??

6 წლისთავი იყო, გარდაცვალებიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკვე 6 წელი გავიდა და ისევ დაუსჯელია მისი მკვლელები.. :user:

და ესენი კი აქ დამჯდარან და კითხულობენ მე რას დავწერ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიციელის მხრიდან ჟურნალისტებისათვის მუშაობაში ხელის შეშლის ამსახველი ვიდეომასალა

 

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკვე 6 წელი გავიდა და ისევ დაუსჯელია მისი მკვლელები..

 

ცოტა ხანი ჩასვეს და მერე პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელმაც ეს ხალხი გარეთ გამოუშვა.

და ესენი კი აქ დამჯდარან და კითხულობენ მე რას დავწერ?

აბა ხელფასს მაგაში იღებენ. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

აზრი არ ააქვს მაგ მასალას ეხლა, არავინ ყურადრებას არ მიაქცევს..

 

mtidan

ცოტახანიც სიმბოლურად ჩასვეს, იცოდნენ , რომ შუქურას ჩაუქრობდნენ ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კატეგორიულად ვგმობთ დღეს რუსთველის გამზირზე ახალგაზრდების - დავით ფაცაციას, ჯაბა ჯიშკარიანის და მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეების დაკავებას.

 

 

 

გამოქვეყნებული ვიდეომასალიდან ნათლად ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს არ დაურღვევიათ საზოგადოებრივი წესრიგი, არ შეუფერხებიათ მოძრაობა და მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო. პირიქით, ვიდეომასალიდან გარკვევით ჩანს, რომ ძალადობა მოხდა სწორედ პოლიციის მხრიდან, როდესაც მათ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს აქციის მონაწილეთა დაკავება.

 

 

 

ასეთი ძალადობა სამართალდამცველების მხრიდან არაფრით არის გამართლებული და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას - გამოხატვის თავისუფლებას.

 

 

 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცველი სტრუქტურების თანამშრომლებს: ემსახურონ კანონს და არა მმართველ ძალას! ჩვენი მხრივ კი, ვაცხადებთ, რომ ეს ფაქტი არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე და ხელისუფლებას ყველა უკანონობაზე მოუწევს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისგება.

 

ბბ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასეთი ძალადობა სამართალდამცველების მხრიდან არაფრით არის გამართლებული და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას - გამოხატვის თავისუფლებას.

 

 

სამართალდამცველი მე არ შემიმჩნევია მაგ ვიდეობში ...ეგენი ძაღლები არიან, როგორც ადრე ეძახდნენ

ისევ ის სახელი დაიბრუნეს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...