Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ექვსი წელი გირგვლიანის მკვლელობიდან


Recommended Posts

 

 

/get_img?ImageId=6065

 

დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა.

 

"სანდრო გირგვლიანის ქილერები უკვე 6 წელია დაუსჯელნი არიან, მკვლელები კი ისევ საქართველოს მართავენ", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. აქცია დღეს, 15:00 საათზე მეტრო "რუსთაველთან" გაიმართება.

 

მაშინდელი "გაერთიანებული ქართული ბანკის" თანამშრომლის, 28 წლის სანდრო გირგვლიანის ცხედარი 2006 წლის 28 იანვარს იპოვეს თბილისთან ახლოს. გირგვლიანის მკვლელობის თაობაზე ფართო საზოგადოებამ იმავე წლის 12 თებერვალს შეიტყო "ტელეიმედის" გადაცემა "დროებაში" გასული სიუჟეტიდან.

 

როგორც სიუჟეტიდან გაირკვა, 27 იანვარს სანდრო გირგვლიანმა მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად "შარდენ–ბარში“ თავის მეგობარ გოგონას, თამარ მაისურაძეს მიაკითხა, რომელიც იქ შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან თაკო სალაყაიასთან, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან დათა ახალაიასთან, შსს–ს გენინსპექციის უფროსთან ვასილ სანოძესთან და შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან გურამ დონაძესთან ერთად იმყოფებოდა.

 

თამარ მაისურაძემ სასამართლოში მისი დიალოგი გირგვლიანთან "შარდენ–ბარში" ამგვარად გაიხსენა:

 

"მან მკითხა, თუ რატომ ვიჯექი უცნობ ხალხთან. ამაზე მე ვუპასუხე, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ ვისთან ვიყავი და ვკითხე, თუ მხოლოდ ამის საკითხად იყო მოსული. მე არ ვიცნობდი ამ ხალხს, მაგრამ ისინი იმ გოგოს ნაცნობები იყვნენ, ვისთანაც მე მოვედი. შემდეგ მან მკითხა, რატომ ვიჯექი იმ "პედერასტთან", მიუთითა რა დონაძეზე."

 

ბუხაიძემ უარყო ამგვარი კომენტარი, თუმცა ცნობილია, რომ ბარიდან გასვლის შემდეგ გირგვლიანთან ერთად ისინი უცნობმა პირებმა ვერცხლისფერ ML კლასის მერსედეს–ბენცში შეყარეს და გაიტაცეს. გატაცებულები ოქროყანაში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც გირგვლიანი გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეგობარმა გაქცევა მოახერხა. მეორე დილას გირგვლიანის ნაწამები და გაშიშვლებული ცხედარი სასაფლაოს მახლობლად იპოვეს.

 

გირგვლიანის მკვლელობის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, ისე არასამთავრობო სექტორმა და მაშინდელმა სახალხო დამცველმა.

 

პოლიტიკური და სამოქალაქო ზეწოლის შედეგად საქართელოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, 2006 წლის 6 მარტს განაცხადა, რომ სამინისტროს ოთხი თანამშრომელი — გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილურიძე — გირგვლიანის საქმის გამო დააპატიმრეს, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილები. მინისტრს გამოძიების დეტალები არ გაუხმაურებია, თუმცა თქვა, რომ არსებობდა "მტკიცებულებები, რომლებიც მათ მკვლელობასთან კავშირს ადასტურებდა".

 

7 მარტს კი გურამ დონაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის ოფიციალურ მიზეზადაც რამდენიმე ჟურნალისტთან "კონფლიქტური ურთერთობა" გამოცხადდა. მოგვიანებით კი თანამდებობიდან დროებით (გამოძიების დასრულებამდე) გადადგომის თაობაზე განცხადებები გააკეთეს დათა ახალაიამ და მისმა მოადგილემ ოლეგ მელნიკოვმა (ლევან ბუხაიძემ თავდაპირველად ამოიცნო ფოტოზე მელნიკოვი, როგორც პირი, რომელიც იყო იმათ შორის, რომლებმაც გაიტაცეს ის და სანდრო გირგვლიანი 27 იანვრის ღამეს, თუმცა სასამართლო პროცესზე მან იგივე ვერ დაადასტურა).

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ალანიას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ავთანდილ აფციაურს, მიხეილ ბიბილურიძესა და ალექსანდრე ღაჭავას შვიდ-შვიდი წელი მიესაჯა, თუმცა მოგვიანებით, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ სასჯელი 6–6 თვით შეუმცირდათ. 2009 წლის მარტში კი ისინი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.

 

სასამართლო პროცესები საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. საპროტესტო აქციები გირგვლიანის რეალური მკვლელების სათანადოდ დასჯის მოთხოვნით არც შემდეგ შეწყვეტილა საქართველოში.

 

2011 წლის 21 აპრილს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყევტილება გირგვლიანის საქმეზე.

 

"სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სანდრო გირგვლიანის სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიება აშკარად იყო არაობიექტური, უსამართლო და მიკერძოებული. სასამართლო გამოძიებისას გამოვლენილ გარემოებებმა ევროპის სასამართლო მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ საქართველომ არაკეთილსინდისიერად და მიკერძოებულად ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები", – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

 

ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს დაეკისრა 50 ათასი ევროს გადახდა გირგვლიანის ოჯახისთვის.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...