planetanews Posted January 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/shexvedra-28.1.12-300x199.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გრძელდება.განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, განათლების სისტემის განვითარების გეგმაზე მომუშავე საბჭოს წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.სხდომაზე, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე უძღვებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს როგორიცაა: საქართველოში საერთაშორისო IBI ბაკალავრიატის ამოქმედება; უმაღლესებში ინგლისური ენის B1, B2 დონის გამოცდებისთვის მზადება; უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დახვეწა; უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში უცხოელი ლექტორების მოწვევა; სასწავლო დაწესებულებათა აკრედიტაციის პროცესი; სპორტმენებისთვის უმაღლესებში ჩარიცხვისას ქვოტების დადგენა; უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ბაზაზე პროფესიული კოლეჯების დაარსების შესაძლებლობა; საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების დახვეწა.კოკა სეფერთელაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო სამომავლო გეგმებზე ღია კარის ფორმატით მუშაობს, თითოეული გადაწყვეტილება ხანგრძლივი მსჯელობის გზით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მიიღება, სადაც საბჭოს წევრთა ყველა მნიშვნელოვანი წინადადებაა გათვალისწინებული.გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის შემადგენლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს წარმომადგენლები, საქართველოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლები შედიან. კომისია სამუშაო შეხვედრებს გააგრძელებს და საზოგადოებას იმ პრიორიტეტებს წარუდგენს, რომელთაც სამინისტრო მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ეტაპობრივად განახორციელებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts