Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ეკატერინა ხვედელიძე სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ პრეზიდენტისთვის დაკისრებულ 100 ლარს სანდრო გირგვლიანის სახელობის ფონდში გადარიცხავს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/xvedelidze2.jpgბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინა ხვედელიძე სასამართლოს მიერ პრეზიდენტის სააკაშვილისთვის მის სასარგებლოდ დაკისრებულ გადასახადს – 100 ლარს ,,სანდრო და ირინა ენუქიძის გირგვლიანის სახელობის ფონდ სამართლიანობაში“  გადარიცხავს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესმენის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათი ცნობით,  მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება ეკატერინა ხვედელიძისთვის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ძალაში შევიდა, ეკატერინა ხვედელიძე აპირებს ქართული სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის მის სასარგებლოდ დაკისრებული გადასახადი – 100 ლარი გამოიტანოს და „სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის სახელობის ფონდ სამართლიანობაში“ გადარიცხოს.

 

„შევიტყვე, რომ ბატონი გურამ გირგვლიანი ფონდის შექმნას აპირებს და აწესებს ყოველწლიურ პრემიას ნებისმიერი პროფესიის ადამიანისათვის, რომელმაც ადამიანის უფლებათა დაცვაში გამოიჩინა თავი. მინდა ამ ფონდში გადავრიცხო პირველი სიმბოლური შენატანი – მიხეილ სააკაშვილის დამარცხების საფასური – და გამოვთქვა იმედი, რომ ერთად შევძლებთ საქართველოში სამართლიანობის დამყარებას. სულ მალე დადგება დრო, როდესაც ყველა, მათ შორის პრეზიდენტიც, თანასწორი იქნება კანონის წინაშე“, – აცხადებს ეკატერინა ხვედელიძე.

 

2011 წლის 27 დეკემბრის 3/7617-11 თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში სარჩელის ამ ნაწილთან დაკავშირებით წერია:

 

„ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის N602 ბრძანებულება ეკატერინა ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში; მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტს დაეკისროს… მოსარჩელე ეკატერინა ხვედელიძის სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.“

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...