Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ქართველმა მეცნიერებმა საქართველოს კლიმატური პირობების წინასწარ დადგენის ახალი მეთოდი შეიმუშავეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/klimati-300x225.jpgქართველმა მეცნიერებმა საქართველოს კლიმატური პირობების წინასწარ დადგენის ახალი მეთოდი შეიმუშავეს და ცალკეული რაიონების ამინდის კლიმატური კალენდარი შექმნეს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამეცნიერი კვლევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს დაფინანსებით სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა. კვლევითი საქმიანობის  შედეგები სამეცნიერო ჯგუფმა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებსა და საკითხით დაინეტერსებულ მკვლევარებს გააცნეს.

მეცნიერებმა შეისწავლეს საქართველოს კლიმატის დღემდე არსებული 150-წლიანი ფაქტიური მასალები, როგორც გეოგრაფიული ასპექტების, ასევე გარემოზე ადამიანის გავლენის გათვალისწინებით და შექმნეს არსებული საუკუნოვანი მონაცემების ელექტრონული ბაზა. კვლევის შედეგების გათვალისწინებით დადგინდა საქართველოში ყოველდღიური საშუალო კლიმატური მახასიათებლები, როგორიცაა ტემპერატურა, ნალექიანობა, ტენიანობა.

პრეზენტაციაზე მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ სამეცნიერო კვლევის შედეგად საქართველოში პირველად შეიქმნა კლიმატური კალენდარი და შესაძლებელი გახდა ქვეყნის მასშტაბით ძირითადი ურბანული პუნქტების ნებისმიერი წლის ყოველი დღის ამინდის დადგენა.

კალენდრით შესაძლოა წარმატებით იხელმძღვანელონ ტურიზმის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო-საინჟინრო სფეროებში.

ორწლიანი  სამეცნიერო პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტომ 100 000 ლარით დააფინანსა.

ზოგადად, მიმდინარე წელს სამეცნიერო საქმიანობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 მილიონი ლარია გამოყოფილი, ეს თანხა საგრანტო კონკურსებით გზით, 2000-მდე ქართველი მეცნიერის კვლევით პროექტებს მოხმარდება.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...