planetanews Posted January 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/manjawidze-300x199.jpg„წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე გამოდის ინიციატივით, სასჯელაღსრულების დაწესებულებეში პატიმართა ოჯახის წევრებისგან დაკომპლექტებული კომიტეტები შეიქმნას. ამის შესახებ განცხადება, მანჯავიძემ მედია–კავშირ „ობიექტივში“ საზოგადოებასთან შეხვედრისას გააკეთა. მანჯავიძის თქმით, აღნიშნული კომიტეტები ერთმანეთთან დაკავშირებულნი იქნებიან, რასაც „წინააღმდეგობის მოძრაობა“ უზრუნველყოფს. „კომიტეტების შექმნას მხარს დაუჭერენ უფლებადამცველები, რათა გამოვლინდეს ციხეებში არსებული პრობლემები და ადმინისტრაციის მიერ ჩადენილი დანაშაულებები, რათა საზოგადოების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს“,–განაცხადა მანჯავიძე. წინააღმდეგობის მოძრაობამ დღეს, საზოგადოებასთან შეხვედრა – “გავიცნოთ ერთმანეთი” გამართა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts