planetanews Posted January 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/alasania2-300x199.jpg„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ეუთო ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს. ამის შესახებ განცხადება, ირაკლი ალასანიამ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის ხელმძღვანელთან, იანეშ ლენარჩიჩსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „ეუთო, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები საქართველოში ჩატარდეს თავისუფლად, რაც მთავარია საერთაშორისო თანამეგობრობა და ეუთო გაყალბებულ არჩევნებს აღარ შეურიგდება“, – განაცხადა ალასანიამ. „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“, ვარშავაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის ხელმძღვანელებთან შეხედრებს მართავენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts