Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ევროსასამართლოში წარდგენილ 282 ქართველის საჩივრებში საქართველოს მთავრობა მესამე მხარედ ერთვება


Recommended Posts

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/%E1%83%B0%E1%83%B0%E1%83%AF.jpeg საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროსასამართლოში შეტანილ ინდივიდუალურ საჩივრებში, მესამე მხარედ, საქართველოს მთავრობა ერთვება.

 

ამის შესახებ პრესკონფერენციაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ხელმძღვანელმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება დამატებით არგუმენტაციას და მტკიცებულებებს წარადგენს 282 ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.

 

”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენლის, თამარ გაბისონიას განცხადებით კი,  მათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 282 ადამიანის ინდივიდუალური განაცხადი აქვთ წარდგენილი, რომელიც რუსეთის ფედერაციას ეხება.

 

„საქართველოს ხელისუფლების ჩართვა მესამე მხარედ არსებით ზეგავლენას მოახდენს საქმის შედეგზე. ისინი ითხოვენ ევროკონვენციის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის დადგენას. კონკრეტულად: სიცოცხლის უფლების, წამების და არაადამიანური მოპყრობის, მონობა და იძულებით შრომა, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა, საკუთრების უფლება,“- განაცხდა გაბისონიამ.

 

„კონსტიტუციიც 42-ე მუხლის“ წარმომადგენლების თქმით, არსებულის შესახებ ინფორმაცია გუშინ ევროსასამართლოდან მიიღეს.

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...