planetanews Posted January 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_monde.jpg ალენ ფრაშონი უკვე მესამე კვირაა, რაც კაპიტალიზმის მთავარი მაცნე, ბრიტანული გაზეთი The Financial Times-ი საბაზრო ეკონომიკის მდგომარეობას განიხილავს. მის გვერდებზე დებატებს მართავენ მიმომხილველები, ეკონომისტები, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები მთელი მსოფლიოდან. სტატიების ამ ვრცელ ციკლს ჰქვია: „კაპიტალიზმი კრიზისშია“. ეს იგივეა, რაც რომ ვატიკანის გაზეთს l’Osservatore romano-ს კათოლიკურ ეკლესიაზე კრიტიკული აზრი გამოექვეყნებინა, რადგან ექსპერტების ზოგადი შეხედულება საკმაოდ მკაცრია და ასეთ უსიამოვნო დასკვნამდე მივყავართ: 1980-იანი წლების მემკვიდრეობა, კერძოდ ულტრალიბერალური და დერეგულირებული კაპიტალიზმის ფორმულა აღარ მუშაობს. ეს ფრანსუა ოლანდის განცხადებებს გავს, თუმცა ის საერთაშრისო საქმიანი წრეების ერთ-ერთი უმსხვილესი გაზეთის ფურცლებზე გაჩნდა. 2008 წლის კრიზისიდან სამი წლის შემდეგ, ხოლო შვეიცარულ დავოსში ეკონომიკური სამიტის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ასეთი პუბლიკაციები მნიშვნელოვანი სიგნალია. ეკონომიკას, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სფეროს, თავისი ინტელექტუალური ტენდენციები აქვს. ეს ტენდენციები ისეთი გაზეთების გვერდებზე ჩნდება, როგორებიცაა The Financial Times, The Wall Street Journal ან Economist და სერიოზულ ცვლილებებს საფუძველს უმზადებს. რეიგანისა და ტეტჩერის ეპოქის გარდაქმნებს, რომელმაც დაამარცხა ომისშემდგომი ზომიერი კაპიტალიზმი, 1970-იანი წლების ბოლოს წინ უძღოდა სახელმწიფოს ხანგრძლივი დემონიზაციის პროცესი ეგრედწოდებული „კონსერვატიული რევოლუციის“ მოაზროვნეთა მხრიდან. იმავდროულად, ვაჭრობის შემდგომ გლობალიზაციასთან ერთად, ამას კაპიტალიზმის დღევანდელი ფორმის დაბადება, მოგვიანებით კი 2008 წლის კრიზისი მოჰყვა. საბაზრო ეკონომიკის თანამედროვე ვერსია უარყოფილ უნდა იქნას. „ის აღმოჩნდა არამხოლოდ არასტაბილური, არამედ დიდწილად უსამართლოც“, – ნათქვამია ციკლის პირველ, სარედაქციო სტატიაში. როგორც ამერიკული ხაზინის ყოფილი ხელმძღვანელი ლოურენს სამერსი წერს, შეერთებულ შტატებში, ანუ ქვეყანაში, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რომ თავის თავში კაპიტალიზმის უმაღლესი მიღწევები განასახიეროს, ის მოსახლეობის ნდობას კარგავს: ახლახანს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვეყნის მხოლოდ 50% საუბრობს მასზე პოზიტიურად. კაპიტალიზმი ფინანსისტების გაბერილი ხელფასების, ანემიური ეკონომიკური ზრდის და მაღალი სტრუქტურირებული უმუშევრობის სიმბოლოდ იქცა. The Financial Times-ის საბრალდებო დასკვნაში მთავარი შემდეგი დასკვნაა: კაპიტალიზმი კრიზისში აღმოჩნდა, რადგან უსამართლობის მთავარ წყაროს წარმოადგენს. ის არ დგას მორალური ღირებულებების სადარაჯოზე, არამედ, პირიქით, სიმდიდრის წარმოების ცნობილ სისტემათაგან საუკეთესოა. იმ ვერსიით, რომლითაც ის 1980-იან წლებამდე არსებობდა, იმით მაინც იყო ცნობილი, რომ ამ სიმდიდრეს შედარებით მისაღები ფორმით ანაწილებდა. მასინ ეკონომისტები ასე იტყოდნენ: ბაზარი ხელს უწყობს რესურსების გონივრულ განაწილებას. მაგრამ ეს წარსულს ჩაბარდა. ბოლო 30 წელია, უთანასწორობა ამერიკასა და ევროპაში სულ უფრო საგრძნობია. თანაც იმ დონეზე, რომ როგორც The Financial Times-ი წერს, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და კონსენსუსზე აშენებულ საზოგადოებას, რომელიც ყველაზე მოცულობით საშუალო ფენას ეყრდნობა. დღევანდელ დღეს, აშშ-ში თითქმის საუკუნის განმავლობაში შემოსავლების მხრივ ყველაზე დიდი უთანასწორობა ფიქსირდება. ახლახანს, პარიზში ვიზიტად მყოფმა პოლიტოლოგმა ნორმან ორნშტეინმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების შემოსავლების დღევანდელი სტრუქტურა მესამე სამყაროს ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. 1980 წლიდან ყველაზე მდიდარ ამერიკელთა 1%-ის ქონება 300%-ით გაიზარდა. იმავდროულად, როგორც ეს შრომის სამინისტროს სტატისტიკიდან ჩანს, ამერიკული ოჯახის საშუალო შემოსავალი 40%-ზე მეტად არ გაზრდილა. მეტიც, სპეციალისტები აზუსტებენ, რომ ეს ნამატიც მხოლოდ იმის გამო გაჩნდა, რომ ქალების ნაწილი შრომის ბაზარს შეუერთდა. თუკი ამერიკული ოჯახის შემოსავლების ამ მეორე წყაროს არ ჩავთვლით, სურათი კიდევ უფრო მძიმეა: ბოლო 30 წლის განმავლობაში მამაკაცების შემოსავლები აშშ-ში საერთოდ არ გაზრდილა. ევროპაშიც, შესაძლოა ნაკლებად გამოხატული, მაგრამ ანალოგიური ტენდენციაა. უფრო მკაფიო ანალიზისთვის, შრომის სამინისტროს მონაცემები უნდა შეივსოს იმ მონაცემებით, რომელიც შემსყიდველუნარიანობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეხება: ზოგიერთ სექტორში ის მართლაც გაიზარდა ფასებზე გლობალიზაციის ზეწოლის გაძლიერების შედეგად. თუმცა, ამ სასინელ ფასებს დიდწილად ანალოგიურ დასკვნამდე მივყავართ: „თანამედროვე ეკონომიკაში ორი ხაზია: ჩქაროსნული ზემდიდრებისთვის და დაბლოკილი ყველა დანარჩენისთვის“, – წერს The Financial Times-ის ერთ-ერთი მიმომხილველი ჯონ ფლენდერი. უთანასწორობით გამოწვეული რისხვის მთავარი ობიექტები „ფინანსიტები“ არიან. მათ, როგორც ხშირად ამბობენ, დაუმსახურებელ უზარმაზარ შემოსავლებს, არანაირი კავშირი წარმოების შემოსავლებთან არ აქვს. ეს ფიანანსური სექტორის ელიტის მოგებაა, რომელიც ამოქაჩულია სპეკულაციური ამფიტამინებით და ყველა ზედა ზღვარს გადააჭარბა. მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა – იმ საშუალო კლასის დავალიანების დაფინანსებაა, რომელსაც გლობალიზაციის დღევანდელ ეპოქაში ცხოვრების დონის შენარჩუნება მხოლოდ სესხების დახმარებით შეუძლია. არამზადა – ბანკ Goldman Sachs-ის ხელმძღვანელი ლოიდ ბლანკშტეინი, გმირი – Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი. The Financial Times-ის სტატიების ციკლი მიესალმება მწარმოებლებს, და აკრიტიკებს იმას, თუ როგორ საზღვრავენ მმართველთა სარგოებს მსხვილი საწარმოების დირექტორთა საბჭოები, მათ შორის ფინანსურ სექტორში. ჩვენ წარმოუდგენელ დროში ვხოვრობთ: გენერალური დირექტორის შემოსავალი შეიძლება ქვედა რგოლის თანამშრომლებისას 400-ჯერ აღემატებოდეს. 1980 წლამდე ეს თანაფარდობა 40-ს არ აჭარბებდა. მორალური რეგრესი, თუ კონკურენციის პრაქტიკაზე მორგების აუცილებლობა? საბაზრო ეკონომიკამ შეძლო სხვა სისტემებზე უპირატესობის მოპოვება, რადგან ცვლა იცოდა. კაპიტალიზმი – ეს კრიზისების თანამიმდევრობაა. „მისი წარმატება იმას კი არ უკავშირდება, რომ ის ყოველთვის რჩება ისეთი, როგორიც იყო, არამედ იმას, რომ მუდმივად იცვლება“, – წერს The Financial Times. გაზეთი საუბრობს ასევე სამ პრიორიტეტულ რეფორმაზე, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ 1980-იანი წლებიდან მემკვიდრეობით მიღებულ მოდელს თავი დავაღწიოთ (2011 წლის 27 დეკმებრის სარედაქციო წერილი). საჭიროა მეტისმეტად გაზრდილი და ამის გამო არაკონტროლირებადი ფინანსური სექტორის რეგლამენტირება და შემჭიდროვება. საჭიროა საწარმოების მმართვის სისტემის რეფორმირება, რომელიც უპირატესობას ანიჭებს მოკლევადიან სტრატეგიებს, ასევე კაპიტალის უსწრაფესი და რაც შეიძლება მაღალი მონეტიზაცია (სწორედ ამან აიყვანა კომპანიის სააქციო ღირებულება აბსოლუტში). საჭიროა იმ საგადასახადო შეღავათების სისტემის გადახედვა, რომელიც მდიდრებს სულ უფრო ცოტა გადასახადის გადახდის შესაძლებლობას აძლევდა. ამ ტრიპტიხში ჩნდება ანალოგიები ფრანსუა ოლანდის გამოსვლასთან ლე ბურჟეში. მაგრამ The Financial Times-ის გვერდებზე ის, შესაძლოა, უფრო მეტ წონას იძენს, ვიდრე საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებებში. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2012 როცა დასავლეთს შეუქმნა პრობლემა თავისუფალმა ბაზარმა მაშინ აღმოჩნდა უსამართლო აქამდე სამართლიანი იყო როცა თავისუფალი ბაზრის პრინციპით ძარცავდნენ მესამე სამყაროს ხოლო ეხლა იგივე პრინციპი რომ მათთვის არც ისე კარგად მუშაობს (რადგან ჩინეთი დღეს იგივე პრინციპით დასავლეთს ბაზრებს ართმევს), დაიწყეს თავისუფალ ბაზრის ძველ ფორმებთან ბრძოლა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.