planetanews Posted January 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2012 სურბ ნშანის ტაძართან დაკავშირებით , რომელსაც იანვრის დასაწყისში ცეცხლი გაუჩნდა , საპატრიარქოს განცხადებას წმინდა ეჩმიაძინი გამოეხმაურა და მას გაუგებარი უწოდა. როგორც ИА REGNUM-ს ეჩმიაძინის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვაგრამ მელიკიანმა განუცხადა: ”საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც თბილისში მდებარე სომხური ეკლესია სურბ ნშანის კუთვნილება სადავოდ არის წარმოჩენილი, გაუგებრობას იწვევს. მსგავსი განცხადება ძნელად აღსაქმელია, ეკლესიის წარწერები რომელიც მისი აგების დროს ამოკვეთეს, მოწმობს რომ ეს ტაძარი სომხურია” საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებაში ნათქვამია – ”საქართველოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ტაძარში, პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები, შემდეგ კი უნდა შეიქმნას ერთობლივი კომისია, რომელიც ჩაატარებს არქეოლოგიურ კვლევებს და დადებს სათანადო დასკვნას. ამ საქმეში კი აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ისე სომხური მხარის წარმომადგენლებმა, რათა მიუკერძოებლად განისაზღვროს ტაძრის წარმომავლობა, აქედან გამომდინარე კი, მისი კუთვნილების საკითხი.” ეჩმიაძინი დადებითად აფასებს წინა წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც რელიგიურ ჯგუფებს საშუალებას აძლევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით დარეგისტრირდნენ და შემდგომ ნაბიჯად ე.წ სადავო ეკლესიების გადმოცემას ასახელებს: ”მეორე ნაბიჯი იქნება ექვსი სომხური ეკლესიის ჩვენი ეპარქიისათვს გადაცემა, რომლებზეც ქართული მხარე გვედავება. სწორედ ამ დავის გამოა, რომ სომხეთის ეკლესია ქართულ მიწაზე არსებულ თავის ტაძრებზე ვერ ზრუნავს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მთლიანად დაინგრა. ახლა კი ქართული უწყებების გულგრილობისა და უყურადღებობის გამო ნგრევის პირასაა მისული სურბ ნშანის ტაძარი. ამ ტაძარში რამდენიმე ხნის წინ ხანძარი გაჩნდა. ამის გამო სომხეთის კულტურის სამინისტრომ საქართველოში მდგომარეობის ადგილზე შესასწავლად სპეციალისტების კომისია გააგზავნა. ქართველ კოლეგებთან ერობლივი მუშაობის შედეგად კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ ამ ტაძრის გამაგრებისათვის სპეციალური სამუშაოები უნდა განხორციელდეს” – აცხადებს მელიკიანი. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts