planetanews Posted January 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2012 ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"19:25 27.01.2012ვერცხლის ქუჩაზე არსებულ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ეკლესიაში ნაგავი ისევ იწვის. ეკლესიის შიგნით, წლების წინ ნახევრად დამწვარ მაკულატურას ცეცხლი მიმდინარე წლის 3 იანვარს გაუჩნდა და იქიდან მოყოლებული დღემდე ვერ მოხერხდა ნაგვის გატანა და ცეცხლის ჩაქრობა, მიუხედავად იმისა, რომ იქ სახანძრო ბრიგადა თითქმის ათჯერ იყო მისული. http://4.bp.blogspot.com/-3C16x5TAjrA/TyLEzDWbOYI/AAAAAAAAGC8/UxcA9LPLywk/s200/eklesia%2Bvercxlis%2Bquchaze.JPGეკლესიაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა, რისი მიზეზიც ისაა, რომ ამ ხანძარს ზარალი არ მოჰყოლია. ეს განმარტება ძველი თბილისის რაიონის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციის მართვის სააგენტოს განყოფილების უფროსის, კობა ჯოხაძისგან 21 იანვარს მივიღე. იმ წუთისთვის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ეკლესიიდან ნაგავი გაჰქონდათ. სახანძროს წარმომადგენლებიც იქვე იყვნენ და ცეცხლის კერებს აქრობდნენ. დღეს, 27 იანვარს მივედი და თავად ვნახე ეკლესიაში არსებული ვითარება; ფოტოები გადავიღე, რომელზეც ჩანს როგორ უკიდია ცეცხლი მაკულატურის ნარჩენებს. ვესაუბრე ეკლესიის ეზოში მცხოვრობ ქალბატონს - ჰაიკანუშა ბეროშვილს. როგორც მან მითხრა, ადამიანები, რომლებსაც ეკლესიიდან ნაგავი გაჰქონდათ, 25 იანვრის შემდეგ აღარ უნახავს - “ლაფატკები ჩემთან დააწყვეს და წავიდნენ. მას შემდეგ აღარ მოსულან“. დავინტერესდი ამ ბოლო დღეებში რესტავრატორები ხომ არ ყოფილან მისულები. ჰაიკანუშა ბეროშვილმა მითხრა, რომ რესტავრატორები იქ არ უნახავს. ნაგებობა უმძიმეს მდგომარეობაშია. კარი ღიაა და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მივიდეს და თავად ნახოს რა ხდება ამ წუთისთვის ვერცხლის ქუჩაზე არსებულ ეკლესიაში. შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ეკლესიასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, რასაც მეორე დღეს მოჰყვა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომელშიც ჩემი აზრით, ირიბი მინიშნებაა იმის შესახებ, რომ ეს ეკლესია ქართული არ არის. ორივე განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. საქართველოს საპატრიარქოს განცხადება: “როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ახალი წლის დღეებში, თბილისის ძველ უბანში, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე წმ. ნიკოლოზის უმოქმედო ეკლესიაში, რომელსაც სომხები “სურბ ნშან“-ს უწოდებენ, ცეცხლი გაჩნდა და ტაძარი დაზიანდა. ეს ფაქტი, ჩვენს გულისტკივილს იწვევს. სამწუხაროა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია გარკვეულ ცდომილებებს შეიცავს. საქართველოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ტაძარში უპირველესად უნდა განხორციელდეს გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები, შემდეგ კი უნდა შეიქმნას ერთობლივი კომისია, რომელიც ჩაატარებს არქეოლოგიურ კვლევებს და დადებს სათანადო დასკვნას. ამ საქმეში კი აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა, როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ისე სომხური მხარის წარმომადგენლებმა, რათა მიუკერძოებლად განისაზღვროს ტაძრის წარმომავლობა, აქედან გამომდინარე კი მისი კუთვნილების საკითხი. ანალოგიური მიდგომით უნდა განხორციელდეს სხვა სადაო ტაძრების მეცნიერული შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს პარიტეტულ საწყისებზე მათი გადაცემა სომხეთში, ლორე-ტაშირის ეპარქიაში, საქართველოს ეკლესიისთვის, საქართველოში კი, სომხური მხარისთვის”. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება სააგენტო “ინტერპრესნიუსმა“ 23 იანვარს გაავრცელა: "2011 წელს "სურბნიშანის" საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დააფინანსა. "საქართველოს იკომოსმა" მოამზადა და წარმოადგინა "სურბნიშანის" სრული პროექტი, რომელიც საფუძვლად დაედება ძეგლზე ფიზიკური სამუშაობის დაწყებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავებითი სამუშაობი, რომელსაც ახორციელებს ქალაქ თბილისის მერია. ძეგლისა და მისი ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ "სურბნიშანის" ჩამოშლილი სვეტის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ტაძრის კარიბჭესა და ინტერიერში მოეწყობა ძალოვანი ხარაჩოები, რომელიც ძეგლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში. სააგენტოში ასევე განმარტავენ, რომ ქვეყანაში ძეგლთა რეაბილიტაცია მათი რელიგიური კუთვნილების განურჩევლად ხორციელდება. უკანასკნელ წლებში, ამ მიმართულებით რამდენიმე ათეული პროექტი განხორციელდა, მათ შორის მომზადდა ნორაშენის საპროექტო დოკუმენტაცია და კვლევითი არქეოლოგიური სამუშაობის პარალელურად, გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაო, მოღნისის ეკლესიაში შესრულდა“. როგორც ძველი თბილისის რაიონის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციის მართვის სააგენტოს განყოფილების უფროსმა, კობა ჯოხაძემ აღნიშნა, ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად პირველად 3 იანვარს მივიდნენ: “რამდენიმე წლის წინ ამ ეკლესიაში ხომ ხანძარი იყო?! კომუნისტებისდროინდელი მაკულატურა ეყარა. მაშინ ხანძარი ჩავაქრეთ, მაგრამ როგორი რაღაცაა იცით - შეიძლება ეკიდოს ცეცხლი, ზემოდან წყალი ასხა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყვეს. გამგეობას საქმის ვითარება გავაცანი - ნაგავს თუ არ გავიტანთ, ცეცხლის ჩაქრობას ისე აზრი არ ექნება-მეთქი. ის, რასაც უკვე მაკულატურაც აღარ ჰქვია, სიღრმეში ძალიან დიდი რაოდენობით არის, ფარული წვა მიდის და შემდეგ სადღაც ამოხეთქავს ხოლმე. გამოძიება, როგორც ასეთი არ დაწყებულა, რადგან ეს არის ნაგავი და არაფერ ფასეულობას არ წარმოადგენს. ამიტომაც ამას ზარალი არ შეიძლება დაერქვას; ზარალი როცა არ არის, გამოძიება არ მიმდინარეობს. სხვათა შორის კონტრდაზვერვაც შემოგვეხმიანა, საპატრიარქოც დაგვიკავშირდა“. ეკლესიაში ჩამოშლილია სვეტი, რაზეც კობა ჯოხაძე ამბობს, რომ ეს ახლანდელი პრობლემა არ არის - “ეს ძველი პრობლემაა. შენობა ავარიულია. მას ალბათ, ძალიან დიდი ხნის წინ ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, ბეტონი იყო ჩასხმული, რომელიც გახეთქილი გახლდათ და ჩამოინგრა, სიძველის გამო და არა ხანძრის გამო. ჩვენ რომ ვმუშაობდით იმ პერიოდში ჩამოინგრა, მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს ხანძრის გამო არ მომხდარა“. ჩემს კითხვაზე - ხანძარი როგორ შეიძლებოდა გაჩენილიყო? კობა ჯოხაძემ ასეთი პასუხი გასცა - “უსახლკაროები, ბომჟებს, რომ ეძახიან, შეიძლება შედიოდნენ და ხანძარიც ამიტომ გაჩნდა. არ ვფიქრობ, რომ ეს არის წინასწარგანზრახულობის შედეგი“. http://3.bp.blogspot.com/-7lOdBkB2-Rw/TyLFOY_V1fI/AAAAAAAAGD4/nF8qfE_pVz0/s400/xandzari%2Bar%2Bchamkvrala.JPGhttp://3.bp.blogspot.com/-Ho2Bzoez_t8/TyLFN-A_38I/AAAAAAAAGDw/7HGuh40gsMc/s400/haikanusha%2Bberoshvili%2Bchamoshlil%2Bsvettan.JPGhttp://2.bp.blogspot.com/-xm0eI2OZiTM/TyLFNJsREEI/AAAAAAAAGDU/u53VlxsVGiM/s400/eklesia%2Bvercxlis%2Bquchaze2.JPGhttp://1.bp.blogspot.com/-z9HZFNsMepY/TyLFNO5kJDI/AAAAAAAAGDI/RcZTe_Ot3kM/s400/chamoshlili%2Bsvetis%2Bnawili.JPG| ეკლესია ვერცხლის ქუჩაზე. 27.01.2012 | http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts