Jump to content
Planeta.Ge

pirveli.com.ge: პავლე კუბლაშვილი თომას მარკერტის განცხადების შეფასებისას ვენეციის კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ რეკომენდაციებზე მიუთითებს


Recommended Posts

http://pirweli.com.ge/images/stories/pavle_kublashvili1233211.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მდივნის თომას მარკერტის მიერ სტრასბურგში გაკეთებული განცხადების შეფასებისას ვენეციის კომისიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ რეკომენდაციებზე მიუთითებს.

 

"თქვენ შეგიძლიათ, ვენეციის კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული რეკომენდაციები პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს შეადაროთ და ამ შედარების შედეგად დარწმუნდებით, რომ ჩვენ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებები სწორედ ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე შევიტანეთ", - აცხადებს კუბლაშვილი.

 

თომას მარკერტმა კი სტარსბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვენეციის კომისიას კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა, არ უნახავს და რევიზიისთვის მათთვის გადაგზავნილი კანონპროექტი მიღებული ვარიანტისგან რადიკალურად განსხვავდება.

View the full article

:facepalm:

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემა სრულად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებლების კასტრიოტ ისლამისა და მაიკლ იენსენის ანგარიშშია აღნიშნული.

 

 

 

მომხსენებლები გასული წლის 11-14 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდნენ და ანგარიშიც ძირითადად სწორედ ამ ვიზიტის დროს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა.

 

 

ანგარიშის მიხედვით, ახალი საარჩევნო სისტემა „სრულად ვერ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს“, რადგან ერთმანდატიან, მაჟორიტარულ ოლქებს შორის არსებული უთანაბრობის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, რაც, მათი აზრით, თითოეული ხმის თანაწონადობის პრინციპის დარღვევას იწვევს.

 

 

მომხსენებლები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ „ნაციონალურ მოძრაობსა“ და ოთხ ოპოზიციურ პარტიას შორის შეთანხმების შედეგად შემუშავდა ახალი საარჩევნო კოდექსი და აღარ მოხდა შესწორების შეტანა არსებულ კოდექსში.

 

 

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ კოდექსში გათავლისწინებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. თუმცა, მომხსენებლები „სამწუხაროს“ უწოდებენ იმას, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმების საარჩევნო სისტემის იმ ნაწილში, რომელის საფუძველზეც ახალი პარლამენტი უნდა იქნას არჩეული.

 

 

ვენეციის კომისია და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ურჩევდა, რომ ხმების თანასწორობის უზრუნველყოფა თანაბარი ზომის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნის გზით მოეხდინა, თუმცა ახალ საარჩევნო კოდექსში ძველი სისტემა თითქმის უცვლელი დარჩა, ანუ მომავალ პარლამენტში 73 მანდატს 73 ერთმანდატიან ოლქში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატები მიიღებენ, ხოლო დანარჩენი 77 მანდატი პროპორციულად, პარტიული სიით გადანაწილდება.

 

 

„საარჩევნო სისტემა, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციტივით შემუშავდა, ამ პრობლემას სათანადოდ არ პასუხობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი საარჩევნო სისტემა ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში არ არის“, - აღნიშნულია ანგარიშში და მომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ამ საკითხს სათანდო ყურადღება დაუთმოს.

 

 

თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ თუ ამ პრობლემას არ ჩავთვლით, ახალი საარჩევნო სისტემა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად შესაფერისია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო,ვეთანხმწები კუბლაშვıლს...ოხრად არის რეკომენდაცıები...ოღონდ მათ, ხელıსუფლება სხვანაıრად კითხულობს და ჩვეულებრივი მოკვდავები სხვანაირად
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...