planetanews Posted January 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2012 </p>/get_img?ImageId=5914 საინიციატივო ჯგუფმა ჯაბა იოსელიანის დიდუბის პანთეონიდან გადასვენების მოთხოვნა და მოგროვილი ხელმოწერები თბილისის მერიას, თბილისის საკრებულოს და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადასცა. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, გადაცემული ხელმოწერების რაოდენობა 1000–მდეა, თუმცა ხელმოწერების შეგროვება კვლავ გრძელდება. “ამ აქციის წარმატება არა რომელიმე პოლიტიკოსზე, არამედ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. ხელმოწერების აქცია გაგრძელდება მანამდე, სანამ ჩვენს მიზანს არ მივაწღევთ”, – აცხადებს აქციის ორგანიზატორი მიხეილ ჯაფარიძე. ხელმოწერების მოგროვება 20 იანვრიდან დაიწყო. ამჟამად სოციალურ ქსელ facebook-ზე სპეციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით შექმნილ ჯგუფში 2000–ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts