Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - პროტესტი ტექნიკური უნივერსიტეტის ბიუჯეტს


Recommended Posts

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი უნივერსიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს.

 

„ორი წლის განმავლობაში მივმართავდით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ვითხოვდით, მოეწოდებინათ უნივერსიტეტის დეტალური ბიუჯეტი და ის, რაც გასაჯაროვდა, ჩვენთვის მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა,"- ამბობს სტუდენტთა ასოციაციის წარმომადგენელი ალექსანდრე კობაიძე.წარმოდგენილი ბიუჯეტის მიხედვით, ტექნიკურმა უნივესიტეტმა რეკლამაში (ფირნიშები, ბანერები) 42 280 ლარი დახარჯა, თუმცა სტუდენტთა ნაწილს ტექნიკური უნივერსტეტის რეკლამა არ უნახავს.

 

"პირადად მე და ჩემს მეგობრებს უნივერსიტეტის ერთი სარეკლამო ბანერიც არ გვინახავს, სად გააკეთეს, ის მაინც გვითხრან," - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.

 

ბიუჯეტის საკანცელარიო ხარჯების ოდენობასთან დაკავშირებით (206 517 ლარი) აზრს უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ნათია ბერაძეც გამოთქვამს:

 

 

 

/get_img?ImageId=6060

 

"ერთი გვერდის ამობეჭდვაში ერთ ლარს ვიხდით, მაშინ, როდესაც ამდენს ხარჯავს თურმე უნივერსიტეტი საკანცელარიო ხარჯებისთვის. გარდა ამისა, როდესაც ინტერნეტით მჭირდება ქულების შემოწმება, იმ ოთახში, სადაც ინტერნეტია, ვერ შეხვალ, ან ლექტორები სხედან, ან მუდამ რიგია,"- ამბობს მეორე კურსის სტუდენტი.

 

სტუდენტები გახარჯული ბიუჯეტის სხვა ნაწილებზეც საუბრობენ - ეს არის უნივერსიტეტის მიერ გაცემული პრემიები 564 000 ლარის ოდენობით, რომლის ადრესატებზეც ინფორმაცია, სტუდენტების თქმით, ვერ მოიპოვეს.

 

"გვითხრეს, რომ საიდუმლო ინფორმაციაა პრემიები. რატომ უნდა დამალო იმ ადამიანის ვინაობა, ვინც იშრომა და პრემია დაიმსახურა?" - კითხულობენ სტუდენტები.

 

სხვა დანარჩენი ხარჯები, რომელსაც სტუდენტები სკეპტიკურად უყურებენ, არის უნივერსიტეტის სამედიცინო ხარჯები (42 420 ლარი), მედიკამენტების შეძენის - 15 000 ლარი; ორდენების, სიგელების, სუვენირების, დროშების, მედლებისა და სხვა ფასიანი საჩუქრების შეძენის– 13 500 ლარი. სასწავლო მიზნით საჭირო ნივთებისა და მასალების შეძენის ხარჯები (სტუდ.ბილეთები, დიპლომები 64 520 ლარი.) და სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეძენისთვის დახარჯული 140 000 ლარი.

 

"თურმე ჩვენი გადახდილი ფულით მანქანებს ყიდულობენ და ჩვენ ამის შესახებ მხოლოდ ბიუჯეტიდან ვიგებთ. მანქანები თვალით არ გვინახავს. ამის გარდა, დიპლომების ფულსაც სტუდენტებს ახდევინებენ და რატომ არის აქ ასახული, ამასაც ვერ ვხვდებით," - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.

 

სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის ბიუჯეტის შემოწმების მიზნით აპირებს, კონტროლის პალატასაც მიმართოს.

 

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ნეტგაზეთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის, თანაშემწეს დაუაკვშირდა.

 

"ამ საკითხებზე მე კომპეტენტური არ ვარ. დამირეკეთ ორშაბათს და ქეთი ქოქრაშვილს, ბიუჯეტის საკითხებზე პასუხისმგებელ პირს, დაგაკავშირებთ,"-განუცხადა ნეტგაზეთს უნივერსტიტეტის რექტორის თანაშემწემ.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...