planetanews Posted January 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/DSC01240-300x225.jpgბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ქობულეთის მუნიციპალიტეტში მე-8 საუკუნის ტაძრის აღდგენას განიხილავს. ამის შესახებ `ექსპრესნიუსს” პროექტ `ქობულეთის სამების” ავტორმა, არჩილ კაიკაციშვილმა განუცხადა.მისივე ინფორმაციით, მზადდება შეხვედრა ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრისთან, რომელიც ამჟამად პატრიარქთან ერთად გერმანიაში იმყოფება.`ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედასამებაში VIII საუკუნის ნაეკლესიარის მშენებლობის საორგანიზაციო პროცესის დაწყება, მიმდინარე წლის მარტიდან, აქტიურად იგეგმება. ადგილობრივ სამღვდელოებასთან შეთანხმებით, 2012 წლის პირველ ნახევარში, ქვედასამებაში მომზადდება ადგილობრივი მოსახლეობის შეკრება, საინიციატივო ჯგუფის დაფუძნება, მშენებარე ეკლესიის მაკეტის შეთანხმება და მშენებლობის დაწყებისთვის ეპარქიისგან ლოცვა–კურთხევის მიღება. 2012 წლის გაზაფხულისთვის ნავარაუდევია ნაეკლესიარ ტერიტორიაზე მცირე არქეოლოგიური გათხრების წარმოებაც. ამასთან, 2012 წლის ზაფხულში, საქველმოქმედო ფონდიდან არსებული ფინანსური რესურსით, შესაძლებლობა ხდება ტაძრის საძირკვლის გაჭრა და მშენებლობის დაწყებაც მოხდეს. ჩვენ გვსურს ყველა ეს საკითხი მეუფესთან შეთანხმდეს და საქმიანობაც მისი ლოცვა-კურთხევით დავიწყოთ” – განაცხადა არჩილ კაიაკციშვილმა.არჩილ კაკაციშვილის თქმით, მოცემული ტაძრის აღდგენა საზოგადოებრივ პროექტში მთავარი საკითხია. `ეს პროექტი ასევე აერთიანებს ქობულეთის მხარეთმცოდნეობის კვლევითი ცენტრის დაფუძნების, ადგილობრივი ახალგაზრდობის სულიერებისა და ინტელექტუალური განვითაების დარბაზის შექმნის და საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მოქმედი სამლოცველოების შესწავლის ინიციატივებს. ყველა ეს ინიციატივა წელს განხორციელდება.” – აცხადებს კაიკაციშვილი.ცნობისთვის: საზოგადოებრივი პროექტი `ქობულეთის სამება” მუნიციპალიტეტში 2011 წლის 23 ნოემბრიდან არსებობს. დაგეგმილია პროექტის მხარდამჭერთა ჯგუფის შექმნა თბილისშიც, რომელშიც, დედაქალქში მცხოვრები ქობულეთელი ახალგაზრდები გაერთიანდებიან. პროექტს მხარდაჭერა უკვე გამოუცხადეს მუნიციპალიტეტმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა. შეიქმნა სპეციალური ელექტრონული გვერდი www.sameba.info ცნობილია ისიც, რომ ეპარქიის კუთხევით, საუკუნეების შემდგომ, სოფელ სამების ახალაგებულ ტაძარში, რომელიც გასული წლის ნოემბრიდან ეკუთხა, წირვა-ლოცვაც განახლდა. ეკლესიას ამიერიდან მამა დანიელი (სოლომონიძე) უხელმძღვანელებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts