Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ასოციაცია „მედია და საზოგადოება“ რადიო „ათინათის“ საკითხს ეხმაურება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/atinati_radio-300x258.jpgასოციაცია „მედია და საზოგადოება“ შეშფოთებულია, 25 იანვარს, რადიო „ათინათის“ მაუწყებლობის ნაწილობრივ შეწყვეტის გამო, რისი მიზეზიც ანძიდან კაბელის მოპარვა გახდა.

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული

როგორც განცხადებაშია ხაზგასმული, მაშინ, როდესაც დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი, ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით, ნულის ტოლია, ნებისმიერი მსგავსი ქმედება სერიოზულ ეჭვებს ბადებს.

 

„ათინათი“, ერთადერთი რადიოსადგურია სამეგრელოს რეგიონში, რომელიც მოსახლეობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას აწვდის და მისი მაუწყებლობა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვრცელდება.

 

“ვთხოვთ, სამართალდამცავ ორგანოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებსა და მედია ორგანიზაციებს, შესაძლებლობების მაქსიმუმი იქნას გამოყენებული, რათა „ათინათმა“ დროულად აღადგინოს მაუწყებლობა და მის თანამშრომლებს მიეცეთ, პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება.”-ნათქვამია განცხადებაში.

 

ასოციაცია „მედია და საზოგადოების“ განცხადებას უერთდება: ასოციაცია „არგომედია“-ს დირექტორი, ირაკლი აბსანძე. ააიპ „სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრი“-ს დირექტორი, გიორგი მოისწრაფიშვილი.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...