Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ხიდაშელი: საარჩევნო კანონმდებლობას, პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, სრული ეროზია დაემართა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/%E1%83%90%E1%83%93.jpeg„რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის  თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას,  პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, სრული ეროზია დაემართა.

 

ამის შესახებ ხიდაშელმა საარჩევნო წელს, პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსების გამოყოფის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხდა.

 

ხიდაშელის თქმით,  პოლიტიკური რეკლამების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების  ინიციატივა ღრმად არასერიოზულია.

 

„აქა-იქ ამოგლეჯილად გაჟღერებული ინიციატივები საქართველოს ხელისუფლებას ვერ უშველის. ღრმად არასერიოზულია ის, რაზეც პალიკო კუბლაშვილმა ისაუბრა”, – განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ მიიღებს თუ არა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი  სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებას,  ამის შესახებ გადაწყვეტილება კანონის ამოქმედების შემდეგ გაჟღერდება.

 

“კანონში ცვლილება ჯერ არ შესულა. პირობებზეც არაფერი თქმულა, ამიტომ კონკრეტულ პასუხს მხოლოდ კანონის მიღების შემდეგ ვიტყვით”, – აღნიშნა ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროსაბჭომ გარკვევით მოუწოდა, ნებისმიერი ცვლილების მიღება პოლიტიკურ პროცესში მონაწილე ყველა ძალასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს და არა ცალსახად.

 

საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსება გამოიყოფა და  ამისათვის “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 30-ე მუხლს შესაბამისი საკანონმდებლო ჩანაწერი დაემატება.

 

დამატებითი დაფინანსება, საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად გამოიყოფა და ამ თანხებს მხოლოდ ის პოლიტიკური გაერთიანებები მიიღებენ, რომლებიც უკანასკნელი საერთო არჩევნების შეგედების მიხედვით დაფინანსებას უკევ იღებენ.

 

სატელევიზიო რეკლამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს მიიღებენ –  ”ნაციონალური მოძრაობა”, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” და მასთან ბლოკში მყოფი კიდევ ორი პარტია – “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია” და “ჩვენ თვითონ”(ახლანდელი ”ევროპელი დემოკრატები”), თვითმმართველობის არჩევნებში ერთ ბლოკად გაერთიანებული პარტიები – “თავისუფალი დემოკრატები”, “მემარჯვენეები” და “რესპუბლიკელები”, ეროვნული საბჭო – ზვიად ძიძიგურის, კობა დავითაშვილის პარტიები, ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” და “მრეწველები“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...