Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საქართველოში 132 000–მდე ნინო ცხოვრობს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/mmmm-300x199.jpgსაქართველოში ნინო პოპულარული სახელია – დღეის მონაცემებით, საქართველოში 131 950 ნინო ცხოვრობს, მათ შორის  109 879 ნინო, 12 757 ნინა, 5198 ნინი, 314 ნინიკო, 3 727 ნუცა და 75 ნინუცა.

 

27 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა განმანათლებლის და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდა. მონაცემები ეყრდნობა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამმართველოს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილების სტატისტიკას.

 

ინფორმაციისთვის საქართველოში (ყველა ასაკში) ქალისა და მამაკაცის პოპულარული სახელების ოცეული ასეთია: ქალის სახელები: 1. ნინო; 2. თამარ; 3. მარინე – (მარინა); 4. მარიამი; 5.  ლია  (ლიანა); 6.  მაია; 7. ქეთევანი; 8. ანა; 9. ნანა; 10. თინათინი; 11. ნათელა; 12. ეთერი – ; 13. მანანა, 14. ეკატერინე (ეკა) , 15.   ნათია, 16. ელენე, 17. ნატალია; 18. სოფიო (სოფო);  19. ხათუნა; 20. ლალი.

 

მამაკაცის სახელები: 1.  გიორგი; 2. დავითი; 3. ზურაბი; 4. ალექსანდრე ; 5.  ლევანი; 6. თეიმურაზი – (თემურ); 7. ნიკოლოზი; 8. მიხეილი; 9. თამაზი; 10.     ირაკლი; 11. ავთანდილი; 12. ნოდარი; 13. გურამი; 14. ვლადიმერი (ლადო); 15. რევაზი; 16. გოჩა; 17. გივი; 18. მერაბი; 19. მამუკა; 20. ზაზა.

 

რაც შეეხება ახალშობილებს, სახელების შერჩევის ტენდენცია ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა და მშობლები ახალშობილებს ყველაზე ხშირად ნიკოლოზს და მარიამს არქმევენ.

 

2012 წლის მონაცემები: ამ თვის პოპულარული სახელების ხუთეული:  გოგონების: ბარბარე 121, ნინო  112, ელენე 108, მარიამ  104, ანასტასია  98. ვაჟების: 171, ლუკა 108, ნიკოლოზ 105, საბა 103, ანდრია 97.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...