Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

28 იანვარს, 04:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ‘რესპუბლიკური პარტიის’ ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი გაემგზარება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შეხვედრებს გამართავს სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებთან.

 

28 იანვარს, 10:00 საათზე, აშშ-ის ელჩის მეუღლე ჰოლი ჰოლცერ-ბასი და აშშ-ის საელჩოში განთავსებული საზღვაო ქვეითები კოჯრის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საჩუქრებს მიუტანენ.

 

28 იანვარს, 11:00 საათზე, ‘კონსტიტუციის 42-ე მუხლის’ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ‘სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ გაგზავნილი სარჩელები’.

მის: შევჩენკოს ქ. #12, V სართული.

 

28 იანვარს, 11:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ფოიეში ცენტრის გამოცემების გამოფენა გაიხსნება, სადაც მსურველებს ცენტრის მიერ მომზადებული და გამოცემული სახელმძღვანელოების შეძენა შეეძლებათ.

მის: მინდელის ქ. #9, ნუცუბიძის ქუჩის ბოლოში.

 

28 იანვარს, 12.00 საათზე, სასტუმრო ‘შერატონ მეტეხი პალასში’, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს განვლილი წლის ანგარიშისა და 2012 წლის გეგმების პრეზენტაცია გაიმართება.

 

28 იანვარს, 13.00 საათზე, სასტუმრო ‘თბილისი მარიოტში’ პოლიტიკური გაერთიანება ‘ქართული დასის’ ყრილობა გაიმართება.

 

28 იანვარს, 13.00 საათზე ქალაქ ახალციხეში, ‘ახალი მემარჯვენეების’ რეგიონული კონფერენცია გაიმართება, რომელსაც პარტიის ლიდერები დაესწრებიან.

მის: ქ. ახალციხე, მანველიშვილის ქ. #19; დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

 

28იანვარს, 13:00 საათზე, ‘თავისუფალი საქართველოს’ პოლიტიკური მდივანი, თენგიზ ომანიძე ბრიფინგს გამართავს, სადაც რუსეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის განცხადებებს გამოეხმაურება.

მის: ფალიაშვილის ქ. #33ა.

 

28 იანვარს, 13:00 საათზე, მედია–კავშირი ‘ობიექტივი’ და ‘წინააღმდეგობის მოძრაობა’ გამართავს შეხვედრას საზოგადოებასთან, სახელწოდებით – ‘გავიცნოთ ერთმანეთი’.

მის: ძმები კაკაბაძეების ქ. #2; ‘კინოს სახლი’, II სართული.

საკონტაქტო პირი კოტე ინაშვილი – 568 777 105.

 

28 დეკემბერს, 15:00 საათზე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის ძეგლთან, ‘საერთო–სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის’ ორგანიზებით, სამოქალაქო საზოგადოება სანდრო გირგვლიანის მკვლელობას გააპროტესტებს და დამნაშავეთა სათანადო დასჯას მოითხოვს.

საკონტაქტო პირი დავით ლილუაშვილი 555 49 52 49.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...