planetanews Posted January 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/post-135-1128436076-193x300.jpgთურქეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს – იშხანსა და ოშკს ქართველი სპეციალისტების მეთვალყურეობით რესტავრაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ შეთანხმება ანკარაში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა. ნიკოლოზ რურუასა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის ერთურულ გუნაის შეხვედრისას, კულტურული თანამშრომლობის შესახებ, შეთანხმება იქნა მიღწეული, რომლის თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურის თურქული ძეგლების რესტავრაციაც დაიწყება. როგორც ერთურულ გუნაიმ განაცხადა, ორივე ქვეყანაში არსებობს კულტურული ძეგლები, რომელთა რესტავრაციაზე შეთანხმება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და უკვე კონკრეტული შედეგიც დადგა. „საქართველოს მხარე თანახმაა, რომ აზიზეს მეჩეთის ასაშენებლად ადგილი გამოგვიყოს, ახალციხეში კი აჰმედიეს კომპლექსს რესტავრაცია ჩაუტარდება და მასში ქართველ სპეციალისტებთან ერთად თურქებიც მიიღებენ მონაწილეობას,“-განაცხადა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა. მისივე თქმით, თურქული მხარე კი იღებს ვალდებულებას ოშკსა და იშხანს ქართველი სპეციალისტების მეთვალყურეობით რესტავრაცია ჩაუტარდეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts