Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - თურქეთში, იშხანსა და ოშკს რესტავრაცია ქართველი სპეციალისტების მეთვალყურეობით ჩაუტარდება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/post-135-1128436076-193x300.jpgთურქეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს – იშხანსა და ოშკს ქართველი სპეციალისტების მეთვალყურეობით რესტავრაცია ჩაუტარდება.

 

ამის შესახებ  შეთანხმება ანკარაში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას  ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.

 

ნიკოლოზ რურუასა და  თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის ერთურულ გუნაის შეხვედრისას,  კულტურული თანამშრომლობის შესახებ, შეთანხმება იქნა მიღწეული, რომლის თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურის თურქული ძეგლების რესტავრაციაც დაიწყება.

 

როგორც ერთურულ გუნაიმ განაცხადა, ორივე ქვეყანაში არსებობს კულტურული ძეგლები, რომელთა რესტავრაციაზე შეთანხმება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და უკვე კონკრეტული შედეგიც დადგა.

 

„საქართველოს მხარე თანახმაა, რომ აზიზეს მეჩეთის ასაშენებლად ადგილი გამოგვიყოს, ახალციხეში კი აჰმედიეს კომპლექსს რესტავრაცია ჩაუტარდება და მასში ქართველ სპეციალისტებთან ერთად თურქებიც მიიღებენ მონაწილეობას,“-განაცხადა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა.

 

მისივე თქმით,  თურქული მხარე კი იღებს  ვალდებულებას ოშკსა და იშხანს ქართველი სპეციალისტების მეთვალყურეობით რესტავრაცია ჩაუტარდეს.

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...