planetanews Posted January 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/uCenia.jpgთბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების საჩხერის სამთო სკოლის ინსტრუქტორებმა და სწრაფი რეაგირების ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა მაღალ მთაში ექსპერიმენტული სროლების კურსი დაასრულეს. წვრთნები 9 იანვარს დაიწყო და 2 კვირის განმავლობაში ახალქალაქში აბულის პოლიგონზე მიმდინარეობდა. სწავლების მთავარ მიზანს მაღალმთიან რელიეფზე რთული კლიმატური პირობების დროს საშტატო იარაღებიდან სროლის უნარ-ჩვევების დახვეწა წარმოადგენდა.<span style="font-size: 10pt;" /> კურსის ფარგლებში მსმენელებმა სხვადასხვა მანძილის სამიზნეებზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან („M-4“ – 100-200-300 მეტრზე), ხელის ტყვიამფრქვევიდან („ნეგევი“ – 500 მეტრზე) და სნაიპერული შაშხანიდან („მაკმილანი“ – 500-1300 მეტრზე) საბრძოლო და საკვალიფიკაციო სროლები განახორციელეს. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts