planetanews Posted January 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2012 http://rustavi2.com/news_photos/01_12/59817.jpgდავოსში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, აზერბაიჯანულმა ნავთობკომპანია "სოკარმა" მიღება გამართა. საღამოზე ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში `სოკარის` მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები იყო. შეხვედრას ქართული დელეგაციაც ესწრებოდა. კომპანიის საქართველოში მუშაობის შესახებ კომენტარი გააკეთა `სოკარის` პრეზიდენტმა. `ჩვენი კომპანია საქართველოსთან აქტიურად თანამშრომლობს. სხვა წარმატებულ პროექტებთან ერთად, ნაბუკოს პირველ ფაზაში შაჰდენიზის სამხრეთ კავკასიური მილსადენით საქართველოს გავლით გაზს თურქეთს მივაწოდებთ. ამით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გაზის მოცულობა ბევრად გაიზრდება,`- განაცხადა როვნაგ აბდულაევმა. შეხვედრის მონაწილებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმაც მიმართა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts