Jump to content
Planeta.Ge

ერორი- ფიჯიმ შესაძლოა აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიაროს


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/01_12/59818.jpgავსტრალიური მედიის ინფორმაციით, ფიჯის კუნძულები, შესაძლოა, კიდევ ერთი ქვეყანა გახდეს, რომელიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას ცნობს. ამ თემაზე მოლაპარაკებები სერგეი ლავროვის აზიური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება. ის ფიჯიზე დღეს უნდა ჩავიდეს, თუმცა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ლუკაშევიჩმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ შეკითხვა ღიად დატოვა. მისი თქმით, მსგავსი სახის ნებისმიერი გადაწყვეტილება სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა.

 

თუ მოლაპარაკებები მართლაც გაიმართა, ფიჯი შესაძლოა მეექვსე ქვეყანა გახდეს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ცნობს. ამჟამად ფიჯის კუნძულებზე სტიქიას ებრძვიან. მასშტაბური წყალდიდობის მიუხედავად, სერგეი ლავროვმა ვიზიტი არ გადადო.

 

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...