planetanews Posted January 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2012 http://rustavi2.com/news_photos/01_12/59820.jpgფინანსური მხარდაჭერის მიზნით, პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიისთვის თანხები გამოეყოფათ, რომელიც სატელევიზიო რგოლების დასამზადებლად უნდა გამოიყენონ. კანონპროექტის მიხედვით, დამატებით სახსრებს მხოლოდ ის პარტიები მიიღებენ, რომლებიც დაფინანსებას უკვე იღებენ უკანასკნელი საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით. საკითხი ბიუროს სხდომაზე უნდა განიხილონ. ყველაზე მეტი დაფინანსება „ნაციონალურ მოძრაობას“ ერგო, რომელმაც 2010 წლის 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებზე ხმების 65,75% მიიღო. მმართველი პარტიის შემდეგ ყველაზე მეტს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდთან დაახლოებული პარტიები „თავისუფალი დემოკრატები“, „ხალხის პარტია“, „კონსერვატორები“ და „რესპუბლიკელები“ ჯამში - 445 316 ლარს მიიღებენ, ხოლო ცალ-ცალკე ალასანიას და უსუფაშვილის პარტიები 117 405 - 117 405 ლარს და ძიძიგურის და დავითაშვილის პარტიები 105 253 ლარს. ამასთან, „ქრისტიან-დემოკრატები“ „ქრისტიან დემოკრატების სახალხო პარტიასთან“ ერთად, ჯამში - 400 ათას ლარს მიიღებენ, ასევე „მრეწველები“ - 213 912 ლარს, „სამართლიანი საქართველოსთვის“ ასევე 115 253 ლარს, „ევროპელი დემოკრატები“ - 200 ათასი ლარს და ასევე 200 ათას ლარს მიიღებენ „ახალი მემარჯვენეები“. საერთო ჯამში კი პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო კამპანიის დროს სატელევიზიო რეკლამის დასაფინანსებლად სახელმწიფო 2 229 291 ლარს გამოყოფს. პავლე კუბლაშვილის განმარტებით, თანხის ოდენობა შემდეგნაირად ისაზღვრება - პარტიების მიერ არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე. ამასთან, გამოყოფილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600,000 ლარს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts