planetanews Posted January 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2012 http://rustavi2.com/news_photos/01_12/59816.jpgსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე შვეიცარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ შვეიცარია შესძლებს საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების სრულყოფილ მონიტორინგს. მისივე თქმით, შვეიცარიის მხარემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და ახლა ქართული მხარისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მიღწეული შეთანხმება სრულფასოვნად შესრულდეს. `შვეიცარიას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ფუნქცია ტვირთების მონიტორინგის საკითხში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ტვირთების სრულფასოვანი მონიტორინგი ქართულ-რუსული საზღვარზე. ასევე საქართველოს ჰქონდეს სრული ინფორმაცია სავაჭრო ბრუნვის თაობაზე, როგორც ამას მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს,`- აღნიშნა ბაქრაძემ. გარადა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჟენევის მოლაპარაკებებში შვეიცარიის მონაწილეობას, რომელიც ამ დროისთვის ერთადერთი პოლიტიკური ფორმატია, სადაც ქართულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts