planetanews Posted January 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgქართველი სპეციალისტების თანამონაწილეობით, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, იშხანსა და ოშკს რესტავრაცია ჩაუტარდება. ანკარაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს შეხვდა. შეთანხმების შედეგად, უახლოეს მომავალში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თურქული კულტურის ძეგლების რესტავრაციაც დაიწყება. `ჩვენს ქვეყანასა და საქართველოს შორის მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა არსებობს და გვინდა ეს თანამშრომლობა გავაღრმავოთ კულტურისა და ტურიზმის სფეროში. ორივე ქვეყანაში არის კულტურული ძეგლები, წლების განმავლობაში მიდიოდა მოლაპარაკება მათი რესტავრაციის შესახებ და დღეს უკვე კონკრეტულ შედეგამდე მივედით. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას აღვადგინოთ იშხანი და ოშკი ქართველი სპეციალისტების მეთვალყურეობითა და დახმარებით,` განაცხადა თურქმა მინისტრმა ერთუღრულ უნაიმ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts