planetanews Posted January 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/bloomberg.jpg ელენა ბედველი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენამდე, რომელიც მან 2008 წლის ომის შემდეგ შეწყვიტა, უნდა გააუქმოს მისი „უკანონო საელჩოები“ ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გუშინ, პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი „აბსოლუტურად მზადაა“ კავშირების აღდგენისთვის. მან უთიერთობების გაუმჯობესების მაგალითად, ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა მოიყვანა. „გაურკვეველია რას გულისხმობს რუსეთი, როდესაც აცხადებს, რომ მზადაა საქართველოსთან კავშირების აღდგენისთვის“, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს სააკაშვილის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. „გულისხმობენ საქართველოს, როგორც ერთიან ქვეყანას, როგორც ამას საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს? თუ საქართველოს იმ ტერიტორიების გარეშე, რომელიც რუსეთს ოკუპირებული აქვს? ჩვენ არ აღვადგენთ რუსეთთან კავშირებს მანამ, სანამ ორ ოკუპირებულ რეგიონში უკანონო საელჩოები არ დაიხურება“. რუსეთმა დაამარცხა საქართველოს არმია 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიან ომში, რომელიც საქართველოს გამოყოფილი რეგიონის სამხრეთ ოსეთის ირგვლივ გაჩაღდა და მოგვიანებით მისი და მეორე სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა იმავე წლის 2 სექტემბერს შეწყვიტა. გუშინ მედვედევმა განაცხადა ასევე, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღებას, საქართველოსთან „საქონლის უფრო აქტიური გაცვლა“ მოჰყვება. რუსეთმა ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე 2006 წლის მარტში ემბარგო შემოიღო, ამტკიცებს რა, რომ სასმელი მოხმარებისთვის უვარგისი იყო. 2006 წლის ოქტომბერში ემბარგო გაფართოვდა, როდესაც რუსეთმა გაწყვიტა საქართველოსთან საგზაო, სარკინოგზო, საჰაერო და საზღვაო კავშირები, შეაჩერა საფოსტო მომსახურება და დაბლოკა ფულადი გადარიცხვები. მედვედევმა ასევე გაიმეორა ის, რომ არ შეხვდება და არც დაელაპარაკება სააკაშვილს, რომელსაც 2008 წლის კონფლიქტის დაწყებაში ადანაშაულებს. რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ის უფრო ახლო კავშირებს მიესალმება. „არსებობს ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც საქმეს არ დავიჭერ“, – განაცხადა მან. „თქვენ იცით, ვიზეც ვალაპარაკობ“. მანჯაგალაძემ უარყო მედვედევის განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ურთიერთობების აღდგენას დაბრკოლებას სააკაშვილი უქმნის. „პრობლემა სააკაშვილში არ არის“, – თქვა მან. „პრობლემა უკავშირდება საქართველოს მთლიანობას, მის მოსახლეობას და იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც საკუთარი მიწიდან გამოაძევეს“. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts