Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

##image#7266#1#რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში, ეზოს მხრი­დან, თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან თუ შეხ­ვალთ და კი­ბე­ებს აუყ­ვე­ბით, დე­რე­ფან­ში აღ­მოჩ­ნდე­ბით. აქ რამ­დე­ნი­მე კა­რია. ერ­თი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ღი­აა. შეს­ვლის­თა­ნა­ვე რაც თვალ­ში მოგ­ხვდე­ბათ, დი­დი, თეთ­რი ეკ­რა­ნია. ეს, ქარ­თუ­ლი ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რის სა­რე­პე­ტი­ციო ად­გი­ლია.

 

ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის უძ­ვე­ლე­სი ფორ­მაა. ის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხით 1500 წელ­ზე მე­ტი ხნის წინ წარ­მო­იშ­ვა. თუმ­ცა ჯერ კი­დევ ქვის ხა­ნა­ში, გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში, ცეც­ხლის გარ­შე­მო შე­მომ­სხდა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, კედ­ლებ­ზე სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლით თუ სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ფი­გუ­რე­ბით ჩრდი­ლებს გა­მო­სა­ხავ­დნენ. ეს იყო ერ­თგვა­რი ად­რე­უ­ლი ფორ­მა „წარ­მოდ­გე­ნის”, რო­მელ­მაც ფეს­ვე­ბი აზი­ა­ში, კერ­ძოდ – ინ­დო­ეთ­სა და ჩი­ნეთ­ში გა­იდ­გა. დღეს ამ ქვეყ­ნებ­ში სპექ­ტაკ­ლის სი­უ­ჟე­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, ტრა­დი­ცი­ულ კულ­ტუ­რას­თა­ნაა შერ­წყმუ­ლი და ად­გი­ლობ­რივ ფოლ­კლორს, ზღაპ­რებ­სა და ლე­გენ­დებს ეყ­რდნო­ბა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში თე­ატ­რის ეს სა­ხე­ო­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხით თურ­ქეთ­ში, სა­ბერ­ძნეთ­სა და და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში გავ­რცელ­და და ბო­ლოს უკ­ვე მთე­ლი მსოფ­ლიო მო­იც­ვა.

 

ძი­რი­თა­დად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მა­რი­ო­ნე­ტე­ბის ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რი, რო­მელ­შიც მუ­ყა­ოს­გან, ხის­გან, პლას­ტმა­სის­გან და ბუმ­ბუ­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ბრტყე­ლი ფი­გუ­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. სპექ­ტაკ­ლის­თვის სულ სა­მი დე­ტა­ლია სა­ჭი­რო: თეთ­რი ეკ­რა­ნი, ძლი­ე­რი გა­ნა­თე­ბა ჩრდი­ლის მკვეთ­რად გა­მო­სავ­ლე­ნად და ჯოხ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი ფი­გუ­რე­ბი, რომ­ლებ­საც მსა­ხი­ო­ბე­ბი მარ­თა­ვენ. ქარ­თულ ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რშიც ტრა­დი­ცი­უ­ლი ეკ­რა­ნი და გა­ნა­თე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ ფი­გუ­რებს მსა­ხი­ო­ბე­ბი ანაც­ვლე­ბენ – მთა­ვარ როლ­ში, არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი, მა­თი ხე­ლე­ბია.

 

გა­ნა­თე­ბა ჩარ­თუ­ლია. თეთ­რი ეკ­რა­ნის მიღ­მა, სა­ფე­ხუ­რებ­ზე ერ­თმა­ნეთს 11 მსა­ხი­ო­ბი ენაც­ვლე­ბა. მა­ყუ­რე­ბელ­თა თვალ­წინ, ხე­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი, მცე­ნა­რე­ე­ბი, მწე­რე­ბი და ათას­გვა­რი ფი­გუ­რე­ბი ცოც­ხლდე­ბი­ან. ეს „ბუდ­გრუ­გა­ნა-გაგ­რაა” – ქარ­თუ­ლი ხე­ლის ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რი. ბუდ­რუ­გა­ნა ტა­ა­ტი­თა და ჭრი­ა­ლით მო­სი­ა­რუ­ლე ეტლს ნიშ­ნავს. 1982 წელს ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის, მსა­ხი­ო­ბი­სა და დრა­მა­ტურ­გის გე­ლა კან­დე­ლა­კის მი­ერ შექ­მნი­ლი თე­ატ­რის თავ­და­პირ­ვე­ლი იდეა ხომ სწო­რედ ამ ტრან­სპორ­ტით სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე ძნე­ლად მი­საღ­წევ სოფ­ლებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა და იქ მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის თო­ჯი­ნე­ბის სპექ­ტაკ­ლის ჩვე­ნე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობ­და. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი რე­გი­ო­ნებ­ში კულ­ტუ­რუ­ლი ვა­კუ­უ­მის შევ­სე­ბა იყო. თუმ­ცა, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო, სა­ჭი­რო რეკ­ვი­ზი­ტის შე­ძე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა და ამი­ტო­მაც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბის მო­ძი­ე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ რე­ჟი­სორ­მა და მსა­ხი­ო­ბებ­მა ჩრდი­ლე­ბით ექ­სპე­რი­მენ­ტებს მი­მარ­თეს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩრდილს არა­ნაკ­ლე­ბი გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი უნა­რი აქვს, ვიდ­რე თო­ჯი­ნას ან მა­რი­ო­ნეტს.

 

„თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი თით­ქოს თა­ვი­სუ­ფა­ლი არი­ან დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბის სხე­უ­ლის­გან, მა­ტე­რი­ის­გან. ისი­ნი ხომ მხო­ლოდ ჩრდი­ლე­ბის სა­ხით ჩნდე­ბი­ან მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. ამა­ვე დროს, ტრა­დი­ცი­უ­ლი ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რის გმი­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მათ სუ­ლი აქვთ, რად­გან ადა­მი­ა­ნის ხე­ლის ჩრდი­ლე­ბი არი­ან და არა მუ­ყა­ოს­გან გა­მოჭ­რი­ლი ფი­გუ­რე­ბი. ჩვენს წარ­მოდ­გე­ნებ­ზე გა­წე­უ­ლი შრო­მა არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ დრა­მა­ტულ სპექ­ტაკ­ლზე მუ­შა­ო­ბის­გან. ამა­ვე დროს, ჩე­მი აზ­რით, ამ თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბა უფ­რო რთუ­ლია, რად­გან სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის გად­მო­სა­ცე­მად მი­ნი­მა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გაქვს. ვერ იყე­ნებ ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვის მთა­ვარ ია­რაღს – თვა­ლებს, მი­მი­კას. მთლი­ა­ნად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ხარ იმ როლ­ზე, რო­მელ­საც ას­რუ­ლებ. ეკ­რა­ნი მცი­რე ზო­მი­საა. თი­თო­ე­უ­ლი მი­ლი­მეტ­რი გათ­ვლი­ლია. თუ სპექ­ტაკ­ლზე სამ­სა­ხი­ო­ბო დასს ერ­თი წევ­რი მა­ინც აკ­ლია, წარ­მოდ­გე­ნა ვერ იმარ­თე­ბა. ჩვენ არ გვყავს დუბ­ლი­ო­რე­ბი. რო­დე­საც მსა­ხი­ო­ბი დასს ტო­ვებს, ახალ­მო­სულს „გა­სახ­სნე­ლად” წე­ლი­წა­დიც შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს. თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, ეს მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სპექ­ტაკ­ლის დად­გმა­საც დი­დი დრო სჭირ­დე­ბა. აქ რომ მო­დი­ხარ, ხელ­ში სხვა შეგ­რძნე­ბე­ბი გიჩ­ნდე­ბა”, – ჰყვე­ბა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი ქე­თი ჭი­ტა­ძე.

 

ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რმა შექ­მნის დღი­დან სა­მი და­სი გა­მო­იც­ვა­ლა. პირ­ველ თა­ო­ბას არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ, რომ­ლე­ბიც დღი­სით სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­ღა­მო­ებს კი თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბას უთ­მობ­დნენ. დე­ბი­უ­ტი 1991 წელს საფ­რან­გეთ­ში შედ­გა, ფეს­ტი­ვალ­ზე Les Semaines De La Marionette A Paris, სპექ­ტაკ­ლით „დათ­ვის ბე­ლის, ლა­ზა­რეს, თავ­გა­და­სა­ვა­ლი”, რო­მელ­საც ახ­ლაც დგა­მენ და „წე­ლი­წა­დის ოთ­ხი დრო” ჰქვია. წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­ბი­უ­ტის შემ­დეგ ბევ­რი მიწ­ვე­ვა მი­ი­ღეს. 1993 წელს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­ემ­გზავ­რნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე Pippetry, 1995-ში კი გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ შვა­ბიშ-გმუნ­დში გა­მარ­თულ ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. პირ­ვე­ლი და­სი მსა­ხი­ო­ბე­ბის მო­უც­ლე­ლო­ბის გა­მო მა­ლე­ვე და­ი­შა­ლა. ბო­ლო წარ­მოდ­გე­ნა 1998 წელს მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­თა. მა­ნამ­დე კი გე­ლა კან­დე­ლაკ­მა აფ­ხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ო­ნი მო­ი­ა­რა და სამ­სა­ხი­ო­ბო ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი შე­არ­ჩია. ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რის ახა­ლი და­სი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, 2002 წელს წარ­დგა. ამა­ვე პე­რი­ო­დი­დან თე­ატ­რის სა­ხელ­წო­დე­ბას „გაგ­რა” და­ე­მა­ტა.

 

##image#7267#1#„თე­ატ­რმა შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი Warner Brothers-ის­გა­ნაც მი­ი­ღო. წარ­მოდ­გე­ნა სტა­დი­ონ­ზე უნ­და გა­მარ­თუ­ლი­ყო, მრა­ვალ­რიც­ხო­ვა­ნი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. ბა­ტონ­მა გე­ლამ უა­რი გა­ნაც­ხა­და, რად­გან ჩვე­ნი სა­ნა­ხა­ო­ბა არ არის დიდ მას­შტაბ­ზე გათ­ვლი­ლი. ახ­ლა სპექ­ტაკ­ლებს ორ კვი­რა­ში ერ­თხელ ვა­ტა­რებთ, შა­ბა­თო­ბით, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მცი­რე სცე­ნა­ზე. დარ­ბა­ზი მხო­ლოდ 300 სტუ­მარს იტევს. აქ წარ­მოდ­გე­ნებს მას შემ­დეგ ვმარ­თავთ, რაც 2010 წელს სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის სტა­ტუ­სი მოგ­ვე­ნი­ჭა. ახ­ლა ჩვენ მი­მართ ინ­ტე­რე­სი უფ­რო გა­ი­ზარ­და. ადა­მი­ა­ნებ­მა იცი­ან რა არის „ბუდ­რუ­გა­ნა-გაგ­რა”. მა­ნამ­დე თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რის სხვენ­ზე ვმუ­შა­ობ­დით, სა­დაც წვი­მის დროს გა­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. თუმ­ცა ის, რომ ჩვენ ვარ­სე­ბობთ, სწო­რედ თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რის დი­რექ­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ ვა­ტა­რებ­დით რე­პე­ტი­ცი­ებს სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ”.

 

ამ­ჟა­მად „ბუდ­რუ­გა­ნა-გაგ­რას” რე­პერ­ტუ­არ­ში ორი წარ­მოდ­გე­ნა აქვს. ესე­ნია „წე­ლი­წა­დის ოთ­ხი დრო” და „რა სა­ო­ცა­რი დღეა”. პირ­ველ სპექ­ტაკ­ლში დათ­ვის ბე­ლის ამ­ბა­ვია მოთ­ხრო­ბი­ლი, რო­მე­ლიც გა­ზაფ­ხუ­ლი­დან ზამ­თრამ­დე სხვა­დას­ხვა თავ­გა­და­სა­ვალ­ში ებ­მე­ბა. მთა­ვარ გმირ­ში პა­ტა­რე­ბი სა­კუ­თარ თავს და­ი­ნა­ხა­ვენ, უფ­რო­სე­ბი კი წარ­მოდ­გე­ნის ნახ­ვი­სას ბავ­შვო­ბას გა­იხ­სე­ნე­ბენ. სპექ­ტაკლს „რა სა­ო­ცა­რი დღეა” ლუი არ­მსტრონ­გი­სა და ელა ფიც­ჯე­რალ­დის ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რა – Isn’t This A Lovely Day და­ე­დო სა­ფუძ­ვლად. ნა­მუ­შე­ვა­რი ხსე­ნე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას ეხე­ბა. თუმ­ცა, ისი­ნი პი­რო­ბი­თი პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან. წარ­მოდ­გე­ნა ადა­მი­ა­ნის და­ბა­დე­ბას, ბავ­შვო­ბას, სიყ­ვა­რულს, გან­შო­რე­ბას, სიკ­ვდილს და სუ­ლის უკ­ვდა­ვე­ბას ასა­ხავს. გე­ლა კან­დე­ლა­კის თქმით, ეს სპექ­ტაკ­ლი მათ­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი, ვი­საც ტკი­ვი­ლი გა­ნუც­დია.

 

„რო­დე­საც სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რი­ის შე­სა­ხებ გვე­კით­ხე­ბი­ან, ხუმ­რო­ბით ვპა­სუ­ხობთ – 4-დან 104 წლამ­დე. ჩვე­ნი სპექ­ტაკ­ლე­ბი მო­სა­წო­ნია რო­გორც ბავ­შვე­ბის­თვის, ასე­ვე უფ­რო­სე­ბის­თვის. არ­ცერ­თი წარ­მოდ­გე­ნა არ არის სტა­ტი­კუ­რი. ყვე­ლა­ფე­რი მუდ­მი­ვად ცვლი­ლე­ბის პრო­ცეს­შია. რო­დე­საც დას­ში ახა­ლი მსა­ხი­ო­ბი მო­დის, სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი შე­მო­აქვს. რა თქმა უნ­და, ში­ნა­არ­სი იგი­ვე რჩე­ბა, იც­ვლე­ბა დე­ტა­ლე­ბი. სცე­ნა­რის ავ­ტო­რი და რე­ჟი­სო­რი გე­ლა კან­დე­ლა­კია, თუმ­ცა მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მსა­ხი­ო­ბე­ბიც ვერ­თვე­ბით და სა­ბო­ლოო პრო­დუქტს ერ­თობ­ლი­ვად ვქმნით. თე­ატ­რის სპე­ცი­ფი­კა მხო­ლოდ სპექ­ტაკ­ლე­ბი არაა. ძა­ლი­ან ხში­რად ვებ­მე­ბით მულ­ტი­მე­დი­ურ წარ­მოდ­გე­ნებ­ში და ამ პრო­ფი­ლის რამ­დე­ნი­მე ფეს­ტი­ვალ­შიც მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა”.

 

გე­ლა კან­დე­ლა­კი და ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი მხატ­ვრულ, ანი­მა­ცი­ურ და დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებ­ზეც მუ­შა­ო­ბენ. კი­ნოს­ტუ­დია აფ­ხა­ზეთ­თან და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მოძ­რა­ო­ბა კვა­ლი XXI-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შექ­მნი­ლი აქვთ სუ­რა­თე­ბი „გრა­ვი­ტა­ცია”, „ხუ­თი ვა­რი­ა­ცია”, „ახა­ლი წე­ლი” და სხვა. ერთ-ერ­თმა ფილ­მმა „ხმე­ლე­თის 0.047%” საფ­რან­გეთ­ში, სო­რე­ზის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გრან­პრიც კი მი­ი­ღო. საპ­რე­მი­ე­რო ჩვე­ნე­ბე­ბი გერ­მა­ნი­ა­სა და ლიტ­ვა­შიც შედ­გა. სუ­რა­თის ავ­ტორ­თა მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის შეც­ნო­ბა და მი­სი, რო­გორც ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლის, წარ­მო­ჩე­ნაა. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა ანი­მა­ცი­ურ ფილ­მებ­ზე „ვან გო­გის უკა­ნას­კნე­ლი წე­რი­ლი” და „ვეფ­ხი და მოყ­მე”.

 

„მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნის­თვის ვგეგ­მავთ სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რას სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის იგა­ვე­ბის, სიტ­ყვა­თა გან­მარ­ტე­ბე­ბის და ქა­და­გე­ბე­ბის მი­ხედ­ვით. 2012 წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვა­პი­რებთ გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ შვა­ბიშ-გმუნ­დში ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­მე­ლიც სამ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ იმარ­თე­ბა. უც­ხო­ეთ­ში ჩვენს წარ­მოდ­გე­ნებს მუ­დამ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ხვდე­ბი­ან და მსოფ­ლიო სა­გან­ძუ­რა­დაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. თე­ატ­რის უნი­კა­ლუ­რო­ბა ისაა, რომ მხო­ლოდ ხე­ლის ჩრდი­ლე­ბით გა­თა­მა­შე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა – თა­ვი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბით და მას­შტა­ბით, დრა­მა­ტულ სპექ­ტაკლს უდ­რის. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვე­ნი თავ­და­პირ­ვე­ლი სურ­ვი­ლი, მოგ­ვევ­ლო რე­გი­ო­ნე­ბი, ბავ­შვე­ბის­თვის წარ­მოდ­გე­ნე­ბი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა და სი­ხა­რუ­ლი მიგ­ვე­ნი­ჭე­ბი­ნა, ბო­ლომ­დე ვერ სრულ­დე­ბა. ეს ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას სა­ჭი­რო­ებს. თუმ­ცა, მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ ბავ­შვებს მა­ინც ვა­ხა­რებთ. რო­დე­საც მათ ბედ­ნი­ერ სა­ხე­ებს ვხე­დავთ, მო­ტი­ვა­ცია და ენერ­გია გვე­მა­ტე­ბა”.

 

 

 

იხილეთ tabula.geზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...