planetanews Posted January 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2012 საქართველოს ეროვნული მუზეუმი საზოგადოებას კოლექციებს განახლებული სახით წარუდგენს. იგეგმება ისლამური ხელოვნების ნიმუშების ახალ საგამოფენო სივრცეებში წარდგენა. დაზიანებული ნივთების დამუშავება, გაწმენდა და რესტავრირება კი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით შეძენილი ანოქსიის აპარატით მოხდება. აღნიშნული აპარატით შეიქმნება უჟანგბადო სივრცე, დაზიანებული ექსპონატები საგანგებოდ მომზადებულ „კარავში“ მოთავსდება, სადაც ანოქსიის ხელსაწყოების მეშვეობით მოხდება ჟანგბადის ჩანაცვლება არგონით, რაც უზრუნველყოფს ექსპონატებისათვის სახიფათო ყველა ცოცხალი ორგანიზმის მოსპობას. ანოქსიის მეთოდი სრულიად უვნებელია როგორც ადამიანებისათვის, ასევე ექსპონატებისათვის. მისი გამოყენებით შესაძლებელი გახდება საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი კოლექციების საექსპოზიციო დარბაზებში მოთავსება. ანოქსიის პროცესი ფართოდ გამოიყენება ამერიკისა და ევროპის წამყვან სარესტავრაციო ცენტრებში. დღეიდან აღნიშნული მეთოდით შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ ეროვნული მუზეუმის, არამედ საქართველოს სხვა მუზეუმების კოლექციებისა და საარქივო მასალის დამუშავება-განახლება. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts