planetanews Posted January 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/tibisi-300x250.jpgთიბისი ბანკი 2011 წლის შედეგებს აქვეყნებს. ბანკის ინფორმაციით, თიბისი ბანკმა 2011 წელს ძირითადი ფინანსური მონაცემები დინამიურად გაზარდა და მისი არსებობის მანძილზე მაქსიმალურ მაჩვენებლებს მიაღწია. როგორც ბანკში აცხადებენ, აქტივები 974 მილიონი ლარით გაიზარდა და 3 მილიარდ 224 მილიონ ლარს მიაღწია; სესხების პორტფელი გაიზარდა 530 მილიონი ლარით და წლის ბოლოს 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ასევე 615 მილიონი ლარით გაიზარდა ანაბრების პორტფელი და წლის ბოლოს 1 მილიარდ 970 მილიონი ლარი შეადგინა. ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ბანკი 2011 წლის დასაწყისში, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ფინანსური ინსტიტუტის, ბანკი “კონსტანტას” აქციათა საკონტროლო პაკეტის შეძენას მიიჩნევს. „ამით თიბისი ბანკმა მყარი პოზიციები დაიკავა მიკრო ბიზნესის დაკრედიტების ბაზარზე, სადაც მანამდე ის აქტიურად არ იყო წარმოდგენილი. ამ ტრანზაქციის შემდეგ, 2011 წლის განმავლობაში “კონსტანტამ” 78%-ით გაზარდა აქტივები და 71%-ით გაზარდა საკრედიტო პორტფელი,“- აცხადებენ ბანკში. 2011 წელი ასევე წარმატებულად ფასდება თიბისი ბანკის სხვა შვილობილი კომპანიების მიერაც: თიბისი ლიზინგმა საბაზრო წილი 18,7 პროცენტული პუნქტით გაზარდა, ხოლო აზერბაიჯანში მოღვაწე “თიბისი კრედიტის” აქტივები შარშან 35%-ით გაიზარდა, საკრედიტო პორტფელი კი – 31%-ით. 15 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა “თიბისი ინვესტის” (ისრაელი) დეპოზიტების პორტფელი. „თიბისი ბანკი“ ანაბრების ბაზარზე კვლავ ინარჩუნებს ყველაზე დიდ წილს. საქართველოში კერძო პირების ანაბრების 34% დღეს სწორედ თიბისი ბანკშია განთავსებული. „ანაბრების პორტფელის 615 მილიონიანი ზრდა, ბანკის სტაბილურობასა და სანდოობასთან ერთად, წარმატებულმა მარკეტინგულმა კამპანიებმაც განაპირობა – “იპოვე $10.000”, “მოიგე $20.000” და სხვა. ამ კამპანიებს სერიოზული აღიარება ხვდა წილად მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სარეკლამო ფესტივალებზე: Eურობესტ Aდვერტისინგ Fესტივალ, Pოპოკ, Eურობესტ 2011, სადაც თიბისის ამ ქეისმა ვერცხლის და ოქროს პრიზები დაიმსახურა. ანაბრების წარმატებული კამპანიის შედეგად, ნოემბერში თიბისი ბანკის ფიზიკური პირების ანაბრების პორტფელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა,“- აღნიშნავენ ბანკში. გარდა ამისა, 2011 წელს თიბისი ბანკმა, გახსნა 5 ახალი ფილიალი;19 ახალი ბანკომატით გააფართოვა ქსელი; სმარტ კლუბის წევრებს საჩუქრად გადასცა 1,3 მილიონი ლარის ღირებულების სმარტ ქულები; ამასთან ბანკმა დანერგა ახალი პროდუქტები: ”პრაიმ ქარდი”, ”აი ქარდი”;ქველმოქმედების სახით გაიღო 1 მილიონ 30 ათასი ლარი და განახორციელა რამდენიმე მასშტაბური სოციალური პროექტი; შექმნა სოციალური მედიის ყველაზე მასშტაბური პროექტი ქართულ საბანკო სფეროში – დღეისათვის სოციალური ქსელის მომხმარებელთა ყველაზე დიდი წილი, 45% სარგებლობს თიბისი ბანკის გვერდებით Fაცებოოკ-ზე. ბანკის წარმომადგენელტა განცხადებით, 2011 წელი შეიძლება შეფასდეს, როგორც თიბისი ბანკის 19 წლიანი ისტორიის კიდევ ერთი წარმატებული წელი, რაც წლის ბოლოს, ასევე აისახა საერთაშორისო რეიტინგებშიც: ”Fინანციალ თიმეს Gროუპ”-მა და მისმა ჟურნალმა ”თჰე Bანკერ” თიბისი ბანკი საქართველოში ,,წლის საუკეთესო ბანკად’’ დაასახელა, ჟურნალმა ”Eურომონეყ” თიბისი ბანკს საქართველოში 2011 წლის საუკეთესო ბანკის” სტატუსი მიანიჭა, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ”Fიტცჰ” თიბისი ბანკის სიცოცხლისუნარიანობის რეიტინგი B -დან B+ მდე აამაღლა. თიბისი ბანკი 2011 წლის საუკეთესო ქართული ბანკია Dეუტსცჰე Bანკ-ისა და ჩომმერზბანკ-ის მონაცემებითაც. 2012 წელს თიბისი ბანკი 20 წლის ხდება! ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დაიწყო პროექტი ”20 წელი – 12 თვე”, რომლის ფარგლებშიც, თიბისი ბანკი თავის მომხმარებლებს 2012 წლის განმავლობაში ბევრ სიახლეს შესთავაზებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts