planetanews Posted January 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2012 http://rustavi2.com/news_photos/01_12/59805.jpgრუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს თბილისთან, თუმცა მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს. ეს განცხადება დიმიტრი მედვედევმა რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა. საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, ის აშშ-ში ახალი ელჩის დანიშვნასაც შეეხო და მაიკლ მაკფოლის შეახსენა, რომ რუსეთი თავისებური სპეციფიკის მქონე ქვეყანაა და დიპლომატმა ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ჟურნალისტებმა მედვედევს შეკითხვა ქვეყანაში რევოლუციის ალბათობაზეც დაუსვეს, რაზეც მან განაცხადა, რომ შესაბამის წინაპირობას ვერ ხედავს და რუსეთმა რევოლუციების ლიმიტი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში ამოწურა. პრეზიდენტის თქმით, დეკემბერში ჩატარებული არჩევნები რუსეთის ისტორიაში ყველაზე გამჭვირვალე იყო და ის თვალს ადევნებს იმ დარღვევების გამოძიებას, რაზეც საჩივრები ცესკოში შევიდა. "მორიგი დემაგოგიური განცხადება რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან" - ასე გამოეხმაურნენ დიმიტრი მედვედევის ბოლო კომენტარს რუსეთ-საქართველოს უერთიერთობების შესაძლო აღდგენის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერი და ქართველი კანონმდებლებიც. თბილისში ამბობენ, რომ რუსეთის მოსაწონი ხელისუფლება საქართველოში არასოდეს არ იქნება, ამ განცხადებით კი მოსკოვი ისევ საქართველოს შიდა პროცესებში ჩარევას ცდილობს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts