planetanews Posted January 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2012 http://rustavi2.com/news_photos/01_12/59803.jpg"ქართული ოცნება" კონტროლის პალატის მოთხოვნას შეასრულებს და "ელიტა ბურჯისგან" მიღებულ თანხებს უკან დააბრუნებს, – ამის შესახებ შესახებ "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა განაცხადა. თუმცა, საზოგადოებრივ მოძრაობაში უწყების მოთხოვნას არაკანონიერად მიიჩნევენ. ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, ”ქართული ოცნება” თანხის დაბრუნებას მხოლოდ იმ მიზეზით დასთანხმდა, რომ ის სახელმწიფო საკუთრებაში არ გადავიდეს. ეს უკვე ზაქარია ქუცნაშვილის მეორე განცხადებაა, რომელიც მან დღეს ამ თემაზე გააკეთა. ჯერ კიდევ დღის პირველ ნახეევარში, "ქართული ოცნების" წამომადგნლები უარს ამბობდნენ კონტროლის პალატის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობისთვის გაგზავნილ წერილში ლაპარაკია ორი მილიონი ლარის უკანონო მიმოქცევაზე. უწყებაში აცხადებენ, რომ "ქართულ ოცნებასა" და შპს "ელიტა ბურჯს" შორის მოჩვენებითი გარიგებაა დადებული, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონში დაწესებული შეზღუდვებისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. წერილში ნათქვამია: ”ვთვლით, რომ სახეზეა მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების ნიშნები. ორივე ორგანიზაცია რეალურად ეკუთვნის ერთსა და იმავე ფიზიკურ პირს, მოძრაობა ”ქართული ოცნების” გამგეობის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და, შესაბამისად, ის თავად არის დამკვეთიც, შემსყიდველიც და შემსრულებელიც. შპს ”ელიტა ბურჯსა” და მოძრაობა ”ქართულ ოცნებას” შორის გარიგება დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ შეთანხმებას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა. ამგვარი გარიგების საფუძველზე გაცემული და მიღებული ქონება მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში.” View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts