planetanews Posted January 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2012 http://rustavi2.com/news_photos/01_12/59806.jpgქართული მხარე მედვედევის განცხადებას ეხმაურება. საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა ვერ აღდგება, ვიდრე მას საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებული აქვს. კომენტარი ამ თემაზე დღეს პარლემნტის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემაც გააკეთეს. "რუსეთმა საკუთარი ნაბიჯებით, საკუთარი პოლიტიკით და, პირველ რიგში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებით, საკუთარი თავი შეიყვანა იმ ჩიხში, საიდანაც გამოსავლის მოძებნა ძალიან რთულია. და, როგორიც უნდა იყოს, დღეს, მათი ხელმძღვანელების დემაგოგიური განცხადებები, ყველას ძალიან კარგად გვესმის - საქართველო არის მხოლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით. თუ ასეთ საქართველოსთან უნდათ დიალოგი, ჩვენ ამისთვის მაქსიმალურად მზად ვართ, მაგრამ ის, რასაც დღეს გვთავაზობს რუსეთი, არის, სამწუხაროდ, საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ასეთი საქართველო არ არსებობს და ასეთ საქართველოსთან დიალოგი, ბუნებრივია, ვერ შედგება," - განაცხადა დავით ბაქრაძემ. "რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა არ არის ახირება და ეს ნაბიჯი გადადგმული იყო მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20% - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - ოკუპირებული რჩება. აქვე მინდა დავამატო, რომ პრობლემა არა პიროვნებებში, არა მიხეილ სააკაშვილშია, არამედ საქმე ეხება საქართველოს მოსახლეობას, საქმე ეხება საქართველოს 5 მილიონ მოქალაქეს და, განსაკუთრებით, იმ ათასობით მოქალაქეს, რომელიც დღეს დევნილობაშია, სწორედ რუსეთის გამო," - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს თბილისთან, თუმცა მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას ის არ აპირებს. ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას ისაუბრა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts