Jump to content
Planeta.Ge

ერორი- რუსეთის არჩევნებზე ევროსაბჭოში დებატები გაიმართა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/01_12/59808.jpg"რუსეთის ფედერაცია ორ არჩევნებს შორის" – ამ თემაზე ევროსაბჭოში დებატები გაიმართა, რომელშიც ქართული დელეგაციაც იყო ჩართული.

 

რუსეთის ინტერესებს სხდომაზე ლეონიდ სლუცკი იცავდა.

 

რუსეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ის დეპუტატიც აკრიტიკებდა, რომელიც, წლების განმავლობაში, ევროსაბჭოში რუსეთის ღია მხარდამჭერი იყო. ანდრიას გროსმა კრემლს არსებითი ცვლილებების გატარებისკენ საჯაროდ მოუწოდა.

 

"ჩვენ გვაქვს რუსეთი, სადაც მმართველი პარტია ზრდის დარეგისტრირებისთვის საჭირო ხელმოწერების რიცხვს; ჩვენ გვაქვს რუსეთი, სადაც ცხარე ბრძოლა მიმდინარეობს პრო-ევროპელებსა და ძველი მენტალიტეტის მქონე ადამიანებს შორის. ვფიქრობ, ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ იმ რუსებს, რომლებსაც სურთ, ევროპელები იყვნენ. რუსეთი შეცვლის პოლიტიკურ სისტემას, საარჩევნო კანონმდებლობას, თუ ევროპის მხარდაჭერა ექნება. ეს არსებობს და მივმართავ რუსეთის დელეგაციას - შეასრულეთ ის ვალდებულება, რომელიც 15 წლის წინ აიღეთ, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება რუსეთი ევროსაბჭოს ძლიერი წევრი. თუ ხალხის ეფლებებსა და ღირსებას პატივს არ სცემენ, დადგება ცვლილებების დრო," - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუმინეთის დელეგაციის წევრმა, გიორგი ფრუნდამ.

 

"რუსეთის საპარლამენტო არჩევნები არ იყო სამართლიანი. ხელისუფლებამ ვერ შექმნა კონკურენტული გარემო. არჩევნების დღეს კი გამოვლინდა უამრავი დარღვევა, გაყალბდა ბიულეტენები. ეს არჩევნები დემოკრატიულობისგან და საერთაშორისო სტანდარტებისგან შორსაა. როდესაც ხალხი ელოდა დარღვევების გამოძიებას, ეს არ მოხდა. რაც შეეხება ტექნიკურ ორგანიზაებას, რუსეთს ამისი პრობლემა არასდროს ჰქონია, გამოცდიება აქვთ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან. ჩვენ ცუერთდებით ფრანგ კოლეგებს და მხარს ვუჭერთ დებატებს და რეზოლუციის მიღებას, რადგან დათმობას კრემლი სისუსტედ აღიქვამს," - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...