Jump to content
Planeta.Ge

უყურე, ათვალიერე, უთვალთვალე


Recommended Posts

##image#7268#0#„მივ­დი­ვარ ნაც­ნობ ქუ­ჩებ­ში და ყო­ვე­ლი ფან­ჯრი­დან მო­ვე­ლი იმის მოს­მე­ნას და და­ნახ­ვას, რა­საც მი­ვეჩ­ვიე. ხან­და­ხან მიკ­ვირს, რა­ტომ არ ის­მის სიმ­ღე­რა… ჩე­მი სახ­ლის წი­ნაც და­დი­ან, ალ­ბათ, სხვე­ბი და ეს­მით… ზოგს მსუ­ბუ­ქი მუ­სი­კა ურ­ჩევ­ნია გა­მე­ბის მოს­მე­ნას, ზოგს პი­რი­ქით…”

 

გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი, „მუ­სი­კო­სი”.

 

ქუ­ჩებ­ში სე­ირ­ნო­ბის დროს ფან­ჯრებ­ში ყუ­რე­ბა­სა და იქი­დან გა­მო­მა­ვა­ლი მუ­სი­კის თუ სა­უბ­რე­ბის მოს­მე­ნას­თან ერ­თად, იქ­ვე ოთა­ხის ინ­ტე­რი­ერ­საც შე­იძ­ლე­ბა შე­ავ­ლო დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი თვა­ლი. ხო­ლო ოთახ­ში ადა­მი­ა­ნე­ბიც თუ ფუს­ფუ­სე­ბენ, ნა­ბიჯ­საც შე­გიძ­ლია უკ­ლო და უკ­ვე ხან­გრძლი­ვი მზე­რა გა­ა­ყო­ლო ერ­თი რი­გი­თი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის რამ­დე­ნი­მე წამს. სხვი­სი ცხოვ­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა და ზუს­ტად ამი­ტო­მაა, რომ მე-20 სა­უ­კუ­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის თუ გარ­თო­ბის ინ­დუს­ტრი­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სწო­რედ ამ ინ­ტე­რე­სის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ეძ­ღვნე­ბო­და. დღეს კი, ინ­ტერ­ნე­ტი­სა და ფო­ტო-ვი­დეო ტექ­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას­თან ერ­თად, ვუ­ა­ი­ე­რის­ტულ­მა სი­ა­მოვ­ნე­ბებ­მა თით­ქმის მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ნაბ­რად მო­იც­ვა.

 

კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით, ვუ­ა­ი­ე­რიზ­მი იგი­ვე სკო­პო­ფი­ლია, სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტის ან შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის თვალ­თვა­ლით მი­ღე­ბულ სი­ა­მოვ­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. ფსი­ქი­ატ­რე­ბი და სექ­სო­ლო­გე­ბი, ვუ­ა­ი­ე­რიზმს სექ­სუ­ა­ლურ გა­დახ­რად მა­შინ გა­ნი­ხი­ლა­ვენ, თუ ის სექ­სუ­ა­ლუ­რი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ერ­თა­დერთ ხერ­ხად იქ­ცე­ვა. თუმ­ცა დღეს­დღე­ო­ბით ამ ტერ­მინს უფ­რო ფარ­თო მნიშ­ვნე­ლო­ბით, სექ­სუ­ა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის გა­რე­შეც ხში­რად ხმა­რო­ბენ ხოლ­მე. ყუ­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი სა­ხის სი­ა­მოვ­ნე­ბა პირ­ვე­ლად ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში, ზიგ­მუნდ ფრო­იდ­მა გა­ნი­ხი­ლა („სა­მი ნარ­კვე­ვი სექ­სუ­ა­ლო­ბა­ზე”, 1905). ის ამ­ბობს, რომ ვუ­ა­ი­ე­რიზმს თით­ქმის ყო­ველ­თვის სირ­ცხვი­ლის და და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა ახ­ლავს თან. სირ­ცხვი­ლი და ში­ში, თვალ­თვა­ლის ფაქ­ტზე არ წაგ­ვას­წრონ, მარ­თლაც ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ვუ­ა­ი­ე­რიზ­მის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. რო­გორც უნ­და გვა­ინ­ტე­რე­სებ­დეს ფან­ჯრებს მიღ­მა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, შუა ქუ­ჩა­ში არ დავ­დგე­ბით და გამ­ვლე­ლე­ბის და­სა­ნა­ხად თვალ­თვალს არ და­ვიწ­ყებთ. ამას მხო­ლოდ ყვე­ლას­გან მო­ფა­რე­ბულ, უსაფ­რთხო ად­გი­ლას თუ გავ­ბე­დავთ.

 

და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვეს გუ­ლის­ხმობს სარ­ტრი, რო­დე­საც „არ­სე­ბო­ბა და არა­რა­ო­ბა­ში” ჭუჭ­რუ­ტა­ნი­დან თვალ­თვა­ლის ფაქტს აღ­წერს და თან სა­კუ­თარ შეგ­რძნე­ბებს აკ­ვირ­დე­ბა. თვალ­თვა­ლის მო­მენ­ტში სარ­ტრი სა­კუ­თარ „მე”-ს გა­ნიც­დის მი­სი ქმე­დე­ბის, ანუ თვალ­თვა­ლის სა­ფუძ­ველ­ზე. თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბი მას მე­რე იც­ვლე­ბა, რო­დე­საც ის აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მა­საც უყუ­რე­ბენ, სხვი­სი მზე­რის ობი­ექ­ტია – „და უეც­რად დე­რე­ფან­ში ნა­ბი­ჯის ხმე­ბი მეს­მის. ვი­ღაც მი­ყუ­რებს!”. სწო­რედ ესაა მის­თვის, სა­კუ­თა­რი „მე”-ს აღ­ქმის და­კარ­გვის მო­მენ­ტი. „მე”-ს და­კარ­გვას კი თან სდევს სირ­ცხვი­ლი იმი­სა, რომ „მე”, რო­გორც ობი­ექ­ტუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბა, აღარ არ­სე­ბობს, „მე” მის­თვის მხო­ლოდ სხვი­სი ყუ­რე­ბის პა­სი­უ­რი და და­უც­ვე­ლი ობი­ექ­ტი ხდე­ბა. სარტრს უსუ­სუ­რო­ბის შეგ­რძნე­ბა ეუფ­ლე­ბა, რად­გან ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მას უყუ­რებს, მას­ზე გა­ცი­ლე­ბით დი­დი ძა­ლა – მზე­რის ძა­ლა­უფ­ლე­ბა გა­აჩ­ნია. სარ­ტრის იდეა, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი ყო­ველ­თვის მო­ძა­ლა­დეა, ხო­ლო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უყუ­რე­ბენ – მსხვერ­პლი, შე­საძ­ლოა, სა­კუ­თა­რი არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პლექ­სი­თაც იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. თუმ­ცა ამ მო­საზ­რე­ბამ ხე­ლოვ­ნე­ბის თე­ო­რი­ებ­ში გარ­კვე­უ­ლი გა­მო­ძა­ხი­ლი ჰპო­ვა. „მა­ყუ­რე­ბე­ლი, რო­გორც აგ­რე­სო­რი”-ს იდე­ით გან­სა­კუთ­რე­ბით ფე­მი­ნის­ტუ­რი კი­ნოს მკვლევ­რე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ.

 

კი­ნოს გა­მო­გო­ნე­ბას­თან ერ­თად, ვუ­ა­ი­ე­რიზ­მი აკ­რძა­ლუ­ლი­დან უკ­ვე სა­ყო­ველ­თა­ოდ მი­სა­ღე­ბი „თვალ­თვა­ლის” ფორ­მა გახ­და. ეკ­რან­მა ჭუჭ­რუ­ტა­ნის ფუნ­ქცია შე­ი­თავ­სა და ჩვე­ნი, ანუ მა­ყუ­რებ­ლის ვუ­ა­ი­ე­რის­ტუ­ლი მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რი­ე­რე­ბი­სა თუ აკ­რძალ­ვე­ბის გა­რე­შე და­იწ­ყო. კი­ნოს, რო­გორც ვუ­ა­ი­ე­რიზ­მის ერთ-ერთ სა­ხე­ო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს კი­ნოს ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კუ­რი თე­ო­რი­აც, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-ია­ნი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, დღემ­დე არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას. კი­ნო­თე­ო­რე­ტი­კო­სი კრის­ტი­ან მეტ­ცი თვლის, რომ ჭეშ­მა­რი­ტი ვუ­ა­ი­ე­რიზ­მი ყო­ველ­თვის ორ­მხრი­ვი აქ­ტია. მა­ყუ­რე­ბელს თან უნ­და ახ­ლდეს მზე­რის ობი­ექ­ტი – ექ­სჰი­ბი­ცი­ო­ნის­ტი, რო­მელ­მაც იცის, რომ მას უყუ­რე­ბენ და სწო­რედ ამით იღებ­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას. ამ მხრივ, ჭეშ­მა­რი­ტი ვუ­ა­ი­ე­რიზ­მის მა­გა­ლი­თად ის თე­ატრს მი­იჩ­ნევს, თე­ატ­რა­ლურ წარ­მოდ­გე­ნას – რო­გორც მოქ­მე­დე­ბის და მა­ყუ­რებ­ლის ორ­მხრივ კავ­შირს. თე­ატ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კი­ნოს ყუ­რე­ბის პრო­ცესს ავ­ტო­რი შემ­დეგ­ნა­ი­რად აღ­წერს: „მე ვუ­ყუ­რებ, მაგ­რამ ის (კი­ნო) ვერ ხე­დავს, რომ მე ##addon#567#0#მას ვუ­ყუ­რებ” – ანუ, მზე­რის მო­მენ­ტში კი­ნო არაა ექ­სჰი­ბი­ცი­ო­ნის­ტუ­რი, ეკ­რან­ზე გა­მო­სა­ხულ­მა გმირ­მა არ იცის, რომ მას უც­ქე­რენ. თუმ­ცა, უშუ­ა­ლოდ ფილ­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ექ­სჰი­ბი­ცი­ო­ნის­ტუ­რია მთლი­ა­ნი კი­ნო­ინ­დუს­ტრია, რად­გან კი­ნო­წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სის არ­სი სწო­რედ ისაა, რომ სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტი რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ადა­მი­ან­მა ნა­ხოს. „კი­ნოს შემ­თხვე­ვა­ში ვუ­ა­ი­ე­რის­ტულ სი­ა­მოვ­ნე­ბას იმ ფაქ­ტის ცოდ­ნა გვა­ნი­ჭებს, რომ ყუ­რე­ბის ობი­ექ­ტმა არ იცის, რომ ჩვენ მას ვუ­ყუ­რებთ”, – ამ­ბობს მეტ­ცი და მა­ყუ­რებ­ლის უსაფ­რთხო­ე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. ბნელ დარ­ბაზ­ში ან ოთახ­ში მო­კა­ლა­თე­ბულ მა­ყუ­რე­ბელს არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა, ეკ­რან­ზე გა­დაშ­ლილ სა­ნა­ხა­ო­ბას მშვი­დად შე­უძ­ლია ადევ­ნოს თვა­ლი.

 

ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კუთ­ხით უდ­გე­ბი­ან კი­ნოს, რო­გორც ვუ­ა­ი­ე­რიზ­მის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას ფე­მი­ნის­ტუ­რი თე­ო­რი­ის მკვლევ­რე­ბი. აქ სარ­ტრი­სე­უ­ლი „მა­ყუ­რე­ბე­ლი, რო­გორც აგ­რე­სო­რი”-ს იდეა ახალ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს და აქ­ცენ­ტიც მამრ ვუ­ა­ი­ე­რის­ტებ­ზეა დას­მუ­ლი. სექ­სუ­ა­ლუ­რი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ასაკ­ში, ბი­ჭე­ბი რომ უფ­რო ხში­რად მი­მარ­თა­ვენ ვუ­ა­ი­ე­რიზმს, ვიდ­რე გო­გო­ნე­ბი, ამას ფსი­ქო­ლო­გე­ბის კვლე­ვე­ბიც ცხად­ყოფს. რად ღირს თუნ­დაც სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­წი­ფე­ბის ასა­კის ბი­ჭებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კა­ბის აწე­ვის, ან გო­გო­ნე­ბის სა­პირ­ფა­რე­შო­ებ­ში კო­ლექ­ტი­უ­რი თვალ­თვა­ლის ქცე­ვე­ბი. ლო­რა მალ­ვის კი­ნოს მორ­გე­ბუ­ლი „მამ­რის ხედ­ვაც” და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვეს გუ­ლის­ხმობს, რო­დე­საც ის ამ­ბობს, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლად კი­ნო­ში ქა­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქცია მამ­რის ფე­ტი­შის­ტურ-ვუ­ა­ი­ე­რის­ტუ­ლი მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იყო. მა­გა­ლი­თად კი მარ­ლენ დიტ­რი­ხის და მე­რი­ლინ მონ­როს ე.წ. femme fatale რო­ლე­ბი მოჰ­ყავს, რო­მელ­თა მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ფილ­მის მამ­რი გმი­რე­ბის ცდუ­ნე­ბა ან სკო­პო­ფი­ლი­უ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ნი­ჭე­ბაა. ქა­ლი ლა­მაზ „საგ­ნა­დაა” გა­მოყ­ვა­ნი­ლი, რომ­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა მხო­ლოდ სამ­ზერ ობი­ექ­ტად ყოფ­ნაა. ქალს უყუ­რებს და ლა­მა­ზი „ხე­დით” ტკბე­ბა რო­გორც ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი, ისე მა­ყუ­რე­ბე­ლიც. ეს უკა­ნას­კნე­ლი, რო­გორც წე­სი, სწო­რედ მთა­ვარ გმირ­თან, ანუ (რო­გორც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე) კაც­თან აი­გი­ვებს თავს. ამ­რი­გად, მალ­ვის მი­ხედ­ვით, ეკ­რან­ზე და ეკ­რა­ნის მიღ­მაც, ქა­ლი ყუ­რე­ბის პა­სი­უ­რი ობი­ექ­ტის როლს სჯერ­დე­ბა, მა­შინ რო­დე­საც ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი, მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად, აქ­ტი­ურ ვუ­ა­ი­ე­რის­ტად გვევ­ლი­ნე­ბა.

 

თა­ნა­მედ­რო­ვე კულ­ტუ­რა­ში ვუ­ა­ი­ე­რიზ­მის თე­მა ყვე­ლა­ზე ხში­რად მა­ინც ფო­ტოგ­რა­ფი­ას­თან და ფო­ტო­ა­პა­რატ­თან ასო­ცირ­დე­ბა ხოლ­მე. ფო­ტო­ა­პა­რა­ტით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხში­რად ვუ­ა­ი­ე­რიზ­მის სიმ­ბო­ლო­და­ცაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ავი­ღოთ თუნ­დაც ჰიჩ­კო­კის ფეხ­მო­ტე­ხი­ლი ფო­ტოგ­რა­ფი (ჯე­იმს სტი­უ­არ­ტი) ფილ­მი­დან „ფან­ჯა­რა ეზოს მხა­რეს” ან მა­იკლ პა­უ­ე­ლის ოპე­რა­ტო­რი და შე­თავ­სე­ბით ფო­ტოგ­რა­ფი მარ­კი (კარლ ჰა­ინც ბო­მი), ვუ­ა­ი­ე­რის­ტუ­ლი და სა­დის­ტუ­რი ვნე­ბე­ბის ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფილ კი­ნოკ­ვლე­ვა­ში „მოთ­ვალ­თვა­ლე”. ##addon#568#0#მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის და­გე­რო­ტიპ­ზე აღ­ბეჭ­დვით, და­გერ­მა ისე­თი მოწ­ყო­ბი­ლო­ბა შექ­მნა, რო­მე­ლიც მთელ შემ­დგომ თა­ო­ბებს ვუ­ა­ი­ე­რიზ­მის მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბას და­უკ­მა­ყო­ფი­ლებს. გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გარ­და, ფო­ტო­რე­ა­ლო­ბის გარ­კვე­ულ ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ა­საც გვთა­ვა­ზობს, რე­ა­ლო­ბის შეგ­რძნე­ბის ერ­თგვარ ილუ­ზი­ას გვიქ­მნის. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და ფო­ტო-ვი­დეო აპა­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბის სი­მარ­ტი­ვეს­თან ერ­თად, სამ­ყა­როს უმე­ტე­სად გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით აღ­ვიქ­ვამთ. მა­გა­ლი­თად, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქან­და­კე­ბის სა­ნა­ხა­ვად ნიუ იორ­კში წას­ვლა აღა­რაა სა­ჭი­რო, ამი­სათ­ვის ან შე­სა­ბა­მი­სი ფო­ტო­ალ­ბო­მი უნ­და გა­დავ­შა­ლოთ ან ინ­ტერ­ნე­ტის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მას მივ­მარ­თოთ. ანაც, უბ­რა­ლოდ, ნიუ იორ­კში ნამ­ყო­ფი მე­გობ­რის ფო­ტო­ებს (სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით) გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი, სა­დაც ჩვენს „ფრენდს’’ ერ­თი ფო­ტო მა­ინც გა­მო­ე­რე­ვა, თვით­კმა­ყო­ფი­ლე­ბით გა­ბად­რუ­ლი სა­ხით რომ იდ­გეს ქან­და­კე­ბის ფონ­ზე.

 

ალ­ბათ არც მა­შინ შევ­ცდე­ბით დი­დად, თუ ვი­ვა­რა­უ­დებთ, რომ სა­ტე­ლე­ფო­ნო კომ­პა­ნი­ებ­მა, რომ­ლებ­მაც ბო­ლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აქ­ტი­უ­რად და­იწ­ყეს მო­ბი­ლუ­რებ­ში (რო­გორც ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის სა­გან­ში) ფო­ტო/ვი­დეო აპა­რა­ტუ­რის ჩა­მონ­ტა­ჟე­ბა – გათ­ვლა სწო­რედ ჩვენს ვუ­ა­ი­ე­რის­ტულ და ექ­სჰი­ბი­ცი­ო­ნის­ტურ ინ­სტინ­ქტებ­ზე გა­ა­კე­თეს. ყო­ვე­ლი მე­ო­რე ნა­ბი­ჯის ერ­თი-ორი უხა­რის­ხო ფო­ტო­თი უკ­ვდავ­ყო­ფა ბევრ ჩვენ­განს უკ­ვე მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბა­დაც ექ­ცა. თა­ნაც მო­ბი­ლუ­რის ყო­ვე­ლი ახა­ლი მო­დე­ლით, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­საც გვპირ­დე­ბი­ან. მე­ტი რა უნ­და ინატ­რო ადა­მი­ან­მა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში… თუმ­ცა სა­ოც­ნე­ბო ჯერ კი­დევ წი­ნაა – დრო­ზე მიხ­ვი­დე სახ­ლში და „უკ­ვდავ­ყო­ფი­ლი ნა­ბი­ჯე­ბი” რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ადა­მი­ანს (სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით) გა­უ­ზი­ა­რო.

 

პა­რა­ლე­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და სა­ო­ჯა­ხო ფო­ტო­ალ­ბო­მებს შო­რის შე­იძ­ლე­ბა მარ­თლად არ­სე­ბობ­დეს, მაგ­რამ არც ისე ბევ­რი. ფო­ტო­ა­პა­რა­ტის გა­მო­გო­ნე­ბის დღი­დან, სა­ო­ჯა­ხო ალ­ბომს გარ­კვე­უ­ლი ინ­ტი­მუ­რო­ბის აუ­რაც კი დაკ­რავ­და, მას მხო­ლოდ ძა­ლი­ან ახ­ლო­ბელ ##addon#569#0#სტუ­მარს თუ გა­ან­დობ­დნენ ხოლ­მე. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი კი, რო­გორც წე­სი, სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო შემ­თხვე­ვაა. ის ღი­აა, რო­გორც ახ­ლო მე­გობ­რე­ბის­თვის, ისე ნა­თე­სა­ვე­ბის­თვის, კო­ლე­გე­ბის­თვის, სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის, წი­ნა სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის, კურ­სე­ლე­ბის­თვის, კლა­სე­ლე­ბის­თვის, მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ან ნა­თე­სა­ვის ქორ­წილ­ში გაც­ნო­ბი­ლი ტი­პე­ბის­თვის და სხვა.

 

ამ­რი­გად, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის შე­და­რე­ბით ახა­ლი ფე­ნო­მე­ნი, ვუ­ა­ი­ე­რიზ­მის მეტ­ცი­სე­ულ გა­გე­ბას უფ­რო შე­იძ­ლე­ბა მო­ვარ­გოთ, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ვუ­ა­ი­ე­რის­ტი და ექ­სჰი­ბი­ცი­ო­ნის­ტი ერ­თმა­ნეთს ავ­სე­ბენ, მა­თი სა­ხით იდე­ა­ლურ წყვილს ვი­ღებთ. თე­ატ­რის მსგავ­სად, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის „ხიბ­ლიც” სწო­რედ ორ­მხრი­ვი კავ­ში­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა (თუმ­ცა ამ­ჯე­რად „მომ­ხმა­რე­ბელ­სა” და „მომ­წო­ნე­ბელს” შო­რის), ისიც ერ­თგვა­რი ფან­ჯა­რაა, რომ­ლის გვერ­დზე ჩავ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, შეგ­ვიძ­ლია შუა ქუ­ჩა­ში მშვი­დად დავ­დგეთ და რამ­დე­ნიც მოგ­ვე­სურ­ვე­ბა, იმ­დე­ნი ვუ­ყუ­როთ სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩვენ­თვის გა­დაშ­ლილ სა­ნა­ხა­ო­ბას. ამ ქუ­ჩა­ზე ხომ ყვე­ლა ფან­ჯა­რას – „მო­დი, მი­ყუ­რე” წარ­წე­რა ამ­შვე­ნებს და თუ მარ­თლა დად­გე­ბი და უყუ­რებ, ქუ­ჩა ცა­რი­ე­ლია, არა­ვინ გამ­ტყუ­ნებს. ყვე­ლა­ნი ხომ ისე­დაც ვუ­ა­ი­ე­რის­ტე­ბი ვართ, რო­გორც ჰიჩ­კოკ­მა თქვა, „10-დან 9 ადა­მი­ა­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბით უთ­ვალ­თვა­ლებს ქალს, რო­მე­ლიც და­სა­ძი­ნებ­ლად ემ­ზა­დე­ბა ან კაცს, რო­მე­ლიც თა­ვის ოთახ­ში ფუს­ფუ­სებს. არა­ვინ გა­ი­ხე­დავს და იტ­ყვის – რა ჩე­მი საქ­მეა”.

 

 

 

 

 

იხილეთ tabula.geზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...