planetanews Posted January 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2012 პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგება მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც სოხუმსა და ცხინვალში ე.წ. საელჩოები დაიხურება. მანჯგალაძის თქმით, პრობლემა პიროვნებებში არაა და საქმე ეხება საქართველოს მოსახლეობას , განსაკუთრებით იმ ათასობით ადამიანს, რომლებსაც რუსეთის მიზეზით საკუთარ სამშობლოში დევნილობაში უწევთ ცხოვრება. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები, თუმცა ის არასდროს მოისურვებს საქმის დაჭერას საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და არასდროს გაუწვდის მას ხელს. ” რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა არ არის ახირება და ეს ნაბიჯი გადადგმული იყო მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20% – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული რჩება.”- აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts