planetanews Posted January 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2012 რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში , უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა ჩხრეკა ჩაატარეს თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მწვრთნელის, ჯამბოლათ თედეევის სახლში. ნოვაია გაზეტა აღნიშნავს, რომ აღნიშნულის მიზეზი უნდა გამხდარიყო თედეევის განზრახვა – სცადოს მიიღოს მონაწილეობა ხელახალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ცხინვალში, მარტში უნდა გაიმართოს. საკუთარი გეგმის შესახებ თედეევმა გასულ კვირაში განაცხადა. ნოვაია გაზეტას ცნობით, ჩხრეკისას უშიშროების თანამშრომლებმა თედეევს გააცნეს გარკვეული ”ოპერატიული მასალა”, რომლის თანახმად რუსეთის ნაკრების მწვრთნელის წინააღმდეგ, შესაძლოა, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ძალისმიერი გზით დამხობის მცდელობის ბრალდებით. გასული წლის ოქტომბერში, ცხინვალში, თედეევის მომხრეებმა დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრა სცადეს. ეს მოხდა მაშინ , როცა კომისია ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად თედეევის რეგისტრაციის საკითხს განიხილავდა. კომისიამ თედეევს უარი უთხრა რეგისტრაციაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით შექმნილმა მღელვარებამ კი ცხინვალში ვითარება სერიოზულად დაძაბა. საბოლოოდ თედეევი იძულებული გახდა ცხინვალის რეგიონი დაეტოვებინა. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts