Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

##image#7363#0#გახ­სოვთ, შარ­შან ტა­ბუ­ლას ვებ-გვერ­დზე Future Shorts-ის სა­ღა­მო­ე­ბის შე­სა­ხებ პე­რი­ო­დუ­ლად, უფ­რო ზუს­ტად კი თვე­ში ერ­თხელ, რა­ღა­ცე­ბი რომ იწე­რე­ბო­და? და გახ­სოვთ სა­ერ­თოდ, Future Shorts-ი მა­ი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვი­და?

 

კი­ნო, იუ­თუბ­ში ძრო­მი­ა­ლი და მახ­ვილ­გო­ნივ­რუ­ლი არ­ტი თუ გი­ტა­ცებთ, გე­მახ­სოვ­რე­ბათ. ისიც გე­მახ­სოვ­რე­ბათ, რომ Future Shorts-ი ცხრა წლის ბრი­ტა­ნუ­ლი მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი კი­ნო-ლე­იბ­ლია, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დი­დი, ნა­ყო­ფი­ე­რი და ინო­ვა­ცი­უ­რი კი­ნო-ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც გახ­სნი­ლი, ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობს, პლა­ნე­ტის მა­ყუ­რებ­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად და თა­ვის ამ­ბი­ცი­ურ დე­ვიზს მსოფ­ლი­ოს ოცამ­დე ქვე­ყა­ნა­სა და ორ­მოც­და­ა­თამ­დე ქა­ლაქ­ში წარ­მა­ტე­ბით ამარ­თლებს. დე­ვი­ზი კი ასე­თი აქვს: ”კი­ნო. მუ­სი­კა. არ­ტი. ხალ­ხი. ეს Future Shorts-ია”.

 

მოკ­ლედ, ეს მარ­თლაც Future Shorts-ია და თა­ვი­სი დე­ვი­ზის გა­სა­მარ­თლებ­ლად რამ­დე­ნი­მე თვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბა.

 

პა­უ­ზა კი სა­თა­ვო ოფის­ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბე­ბის გა­მო მოხ­და: გა­დაწ­ყვი­ტეს, ფეს­ტი­ვა­ლი სე­ზო­ნუ­რი, ანუ კვარ­ტა­ლუ­რი გა­ე­ხა­დათ და სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტის, Future Shorts ONE-ის ნაც­ვლად, ის Future Shorts-ის ფარ­გლებ­ში მო­ექ­ცი­ათ.

 

ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი ალ­ბათ ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა. მთა­ვა­რია, რომ ფეს­ტი­ვა­ლი ახ­ლა ყო­ველ სე­ზონ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ გა­ი­მარ­თე­ბა. უფ­რო მე­ტიც – 2012 წლის პირ­ვე­ლი სა­ღა­მო, სულ მა­ლე, შა­ბათს, 28 იან­ვარს შედ­გე­ბა Future Shorts-ის ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და Missoni-ს ერ­თობ­ლი­ვი ორ­გა­ნი­ზე­ბით. თა­ნაც, ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ნო-პროგ­რა­მა (იხი­ლეთ ქვე­მოთ), რო­მე­ლიც ოთ­ხი მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი­სა და ორი ანი­მა­ცი­ის­გან შედ­გე­ბა, სა­უ­კე­თე­სოა, რაც კი აქამ­დე Future Shorts-ის­გან ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს უნა­ხავს. პროგ­რა­მა­ში შე­სუ­ლი ყვე­ლა ნა­მუ­შე­ვა­რი რო­მე­ლი­მე გან­თქმუ­ლი კი­ნო-და­ჯილ­დო­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, მათ შო­რის ოს­კა­რის, სან­დენ­სის და ბერ­ლი­ნა­ლეს. ჰო, და კი­ნო-ჩვე­ნე­ბის მე­რეც ნამ­დვი­ლად არ მო­იწ­ყენთ.

 

მაშ ასე.

 

რო­დის? – 28 იან­ვა­რი, 22:00.

 

სად? – სას­ტუმ­რო სა­ქარ­თვე­ლო, მე­ო­რე სარ­თუ­ლი.

 

რა? – 22:00 – Future Shorts-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ნო-ჩვე­ნე­ბა;

 

23:30 – Afterparty: Tomma – DJ-Set

 

Nika J – DJ-Set

 

Temo Machavariani – Visuals.

 

დას­წრე­ბა? – თა­ვი­სუ­ფა­ლია.

 

 

 

სა­სი­ა­მოვ­ნო შა­ბათ-ღა­მეს გი­სურ­ვებთ.

 

 

 

Future Shorts Festival – ოფი­ცი­ა­ლუ­რი სე­ზო­ნუ­რი პროგ­რა­მა

 

ნო­ემ­ბე­რი 2011–იან­ვა­რი 2012

 

 

 

უფ­რო ღრმად, ვიდ­რე გუ­შინ – რეჟ. არი­ელ კლე­ი­მა­ნი / ავ­სტრა­ლია / 2010

 

ფილ­მი 35 მი­ლი­მეტ­რი­ა­ნი კა­მე­რე­ბით ძველ, ხმა­რე­ბი­დან გა­მო­სულ წყალ­ქვე­შა ნავ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი და რუ­სუ­ლი ეკი­პა­ჟის ის­ტო­რი­ას გვი­ამ­ბობს: ეკი­პა­ჟი “კა­ბი­ნის და­ა­ვა­დე­ბი­თაა” შეპ­ყრო­ბი­ლი და თან საკ­მა­ოდ მწვა­ვედ. მელ­ბურ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის VCA-ის კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­მა რე­ჟი­სორ­მა არი­ელ კლე­ი­მან­მა ამას წი­ნათ გა­ნაც­ხა­და: “რაც უფ­რო მი­ჭირს ფილ­მის გა­და­ღე­ბა, მით უფ­რო მე­ტი შან­სია, რომ ის კარ­გი გა­მო­ვი­დეს.” კრი­ტი­კო­სებ­მა ფილ­მი მაქ­სიმ გორ­კის გან­თქმულ პი­ე­სას – “ფსკერ­ზე” – შე­ა­და­რეს, რო­მე­ლიც ზედ­მი­წევ­ნით რუ­სუ­ლია და იზო­ლა­ცი­ი­სა და სი­გი­ჟის ხან­გრძლივ პე­რი­ოდ­ზე მოგ­ვით­ხრობს.

 

სან­დენ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ნო­მი­ნა­ცი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი რე­ჟი­სუ­რა.

 

 

 

გა­რე სამ­ყა­რო – რეჟ. დე­ვიდ ო’რი­ლი / გერ­მა­ნია, ის­ლან­დია / 2010

 

პი­ა­ნი­ნო­ზე დაკ­ვრას ბი­ჭი ში­შე­ბი­თა და შფოთ­ვით გაჟ­ღენ­თი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს ფონ­ზე სწავ­ლობს, სამ­ყა­რო­სი, რო­მელ­საც რე­ჟი­სო­რი შა­ვად, თუმ­ცა იუ­მო­რით წარ­მოგ­ვიდ­გენს. ფილ­მი 17-წუ­თი­ა­ნი სუ­რე­ა­ლის­ტუ­რი Lo-fi ანი­მა­ცი­აა, რო­მე­ლიც კლა­სი­კუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე პოპ-კულ­ტუ­რი­დან, კი­ნო­დან და ვი­დეო-თა­მა­შე­ბი­დან ნა­სეს­ხე­ბი ეპი­ზო­დე­ბის­გან შედ­გე­ბა. ზოგ­მა ნა­მუ­შე­ვარს “სამ­ყა­როს უნი­კა­ლუ­რი რე­კონ­სტრუქ­ცია” უწო­და, მა­შინ, რო­ცა თა­ვად ო’რი­ლიმ ამას წი­ნათ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა: “მომ­წონს ისე­თი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ფილ­მე­ბის შექ­მნა, რომ­ლე­ბიც ემო­ცი­ურ ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლე­ბენ.”

 

Tampere Film Festival-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ნო­მი­ნა­ცი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო ანი­მა­ცია.

 

 

 

ინ­ცი­დენ­ტი ბან­კთან – რეჟ. რუ­ბენ ოს­ტლუნ­დი / შვე­დე­თი / 2009

 

ბან­კის უშე­დე­გო ძარ­ცვის დე­ტა­ლუ­რი და სა­სა­ცი­ლო ის­ტო­რია, ერთ კად­რში გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი. აქ და­ახ­ლო­ე­ბით ასი ადა­მი­ა­ნი რე­კონ­სტრუქ­ცი­ას უკე­თებს ნამ­დვილ ამ­ბავს, რო­მე­ლიც შვე­დეთ­ში 2006 წელს მარ­თლაც მოხ­და. ამ­ბის უშუ­ა­ლო მომ­სწრე­ე­ბი შვე­დე­თის ფილ­მის ინ­სტი­ტუტ­ში მი­მა­ვა­ლი რე­ჟი­სო­რი და მი­სი პრო­დი­უ­სე­რი, ერიკ ჰე­მენ­დე­რო­ფი გახ­ლდნენ. ფილ­მი ძარ­ცვის რე­ა­ლო­ბას კით­ხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს – სი­ნამ­დვი­ლე­ში რო­გორ ხდე­ბა ძარ­ცვა? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ან რო­გორ უნ­და გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს რე­ა­ლუ­რი ძარ­ცვა? ’’’იცი­დენ­ტი ბან­კთან’ ერთ-ერ­თი გზაა, შე­ას­წო­რო ის მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი ძარ­ცვა­ზე, რო­მე­ლე­ბიც, ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად, ჰო­ლი­ვუ­დის ექ­შენ-ფილ­მე­ბით გვექ­მნე­ბა“, ამ­ბობს ოს­ტლუნ­დი.

 

ბერ­ლი­ნა­ლეს ოქ­როს დათ­ვის მფლო­ბე­ლი.

 

 

 

Luminaris – რეჟ. პაბ­ლო ზა­რა­მე­ლა / არ­გენ­ტი­ნა / 2011

 

Luminaris ფან­ტას­ტი­კუ­რი ის­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც სი­ნათ­ლით გა­კონ­ტრო­ლე­ბულ წარ­მო­სახ­ვით სამ­ყა­რო­ში ხდე­ბა. ამ სამ­ყა­რო­ში სი­ნათ­ლე სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი და მო­ნო­ტო­ნუ­რია. მაგ­რამ ნა­თუ­რე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქარ­ხნის უბ­რა­ლო თა­ნამ­შრო­მელს რა­ღაც გეგ­მა აქვს, რა­მაც ბუ­ნებ­რი­ვი წეს­რი­გი, შე­საძ­ლოა, შეც­ვა­ლოს. მას სიფ­რთხი­ლე მარ­თებს: მი­სი თა­ნამ­შრო­მე­ლი და უფ­რო­სი მას­ზე რა­ღა­ცას ეჭ­ვო­ბენ.

 

ბრა­ზი­ლი­ის Anima Mundi-ს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ნო­მი­ნა­ცი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო ანი­მა­ცია; და სე­უ­ლის ანი­მა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის, SICAF-ის ჟი­უ­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრი­ზის მფლო­ბე­ლი.

 

 

 

არ­წივ­კა­ცა ირე­მი – რეჟ. მა­იქლ პლი­ზი / დი­დი ბრი­ტა­ნე­თი / 2010

 

ეს უნი­კა­ლუ­რი 9-წუ­თი­ა­ნი სტოპ-მო­უ­შენ-ანი­მა­ცია ერთ კაც­ზე მოგ­ვით­ხრობს, რო­მე­ლიც დრო­ის მსვლე­ლო­ბის ფე­ნო­მე­ნი­თაა შეპ­ყრო­ბი­ლი და უჩ­ვე­უ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ხო­ჭოს­თან. ამ ანი­მა­ცი­ის სა­ხით პლი­ზის­თვის RCA-ის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი წე­ლი საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი გა­მოდ­გა. ანი­მა­ცია მის მი­ერ­ვე და­წე­რი­ლი მოთ­ხრო­ბის – “პი­ტერ არ­წივ­კა­ცას ცხოვ­რე­ბა და დრო” – ეკ­რა­ნი­ზა­ცი­აა. ნა­მუ­შევ­რის სა­უნ­დტრე­კი ორ­კეს­ტრუ­ლი მუ­სი­კაა, რო­მე­ლიც ანი­მა­ცი­ის პრო­ცე­სის კვალ­დაკ­ვალ იქ­მნე­ბო­და.

 

BAFTA-ს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ნო­მი­ნა­ცი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ანი­მა­ცია; და SXSW-ის ჟი­უ­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრი­ზის მფლო­ბე­ლი.

 

 

 

სიყ­ვა­რუ­ლის ღმერ­თი – რეჟ. ლუკ მა­თე­ნი / აშშ / 2010

 

ეს 19-წუ­თი­ა­ნი მახ­ვილ­გო­ნივ­რუ­ლი კო­მე­დი­აა სიყ­ვა­რუ­ლის მას­ტმუ­ლი­რე­ბე­ლი ის­რე­ბის შე­სა­ხებ, რის­თვი­საც მა­თე­ნიმ, 2011 წელს პრეს­ტი­ჟუ­ლი ოს­კა­რის ჯილ­დო მი­ი­ღო. სცე­ნა­რი­ცა და რე­ჟი­სუ­რაც მას ეკუთ­ვნის და გარ­და ამი­სა, ფილ­მში თა­ვად­ვე თა­მა­შობს. მა­თე­ნიმ ნიუ იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კი­ნოს ფა­კულ­ტე­ტი ახ­ლა­ხან და­ამ­თავ­რა, “სიყ­ვა­რუ­ლის ღმერ­თი” კი ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის MFA-ის პროგ­რა­მის სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი გახ­ლავთ. მა­თე­ნი ოს­კა­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ნათ­ქვა­მი სა­მად­ლო­ბე­ლი სიტ­ყვის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ავ­ტო­რად მო­იხ­სე­ნი­ეს: მა­თე­ნიმ ფილ­მში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის მად­ლო­ბა დე­დას გა­და­უ­ხა­და.

 

ოს­კა­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ნო­მი­ნა­ცი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო ლა­ივ-ექ­შენ მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი.

 

 

 

იხილეთ tabula.geზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...