planetanews Posted January 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2012 15:09 26.01.2012რადიო „ათინათმა“ FM-სიხშირეზე მაუწყებლობა ნაწილობრივ შეწყვიტა. რადიოს მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ ზუგდიდის ცენტრში და ისიც დაბალი ხარისხით. ამის მიზეზად რადიოს მთავარი პროდიუსერი გურამ როგავა ანძის გაძარცვას ასახელებს. http://3.bp.blogspot.com/-QU1p_rjZoHc/TyEzXlZpb9I/AAAAAAAAGBM/yKk3AodZ4tM/s200/atinati-radio-logo.jpgროგავას ინფორმაციით, წუხელ ურთას მთაზე რადიო „ათინათის“ ანძა გაძარცვეს. მოპარულია კაბელები, რამაც რადიოს მაუწყებლობის შეწყვეტა გამოიწვია. ინციდენტი 25 იანვარს, 20:30 საათისთვის, მოხდა. მომხდართან დაკავშირებით რადიო „ათინათმა“ უკვე მიმართა შესაბამის ორგანოებს. დეტალებს გამოძიება დაადგენს. როგორც რადიოს ხელმძღვანელობა ამბობს, მათთვის უცნობია, როდის განახლდება სრულფასოვანი მაუწყებლობა. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკურ ჯგუფთან კონსულტაციები. რადიოს მოსმენა კი დროებით შესაძლებელია ინტერნეტში, რადიოს ბლოგზე www.radio-atinati.blogspot.com, სადაც განთავსდება გადაცემების ჩანაწერებიც. აღსანიშნავია, რომ რადიო „ათინათი“ ერთადერთი რეგიონული რადიომაუწყებელია, რომელიც სრულად ფარავს დასავლეთ საქართველოს, ასევე, აფხაზეთის ტერიტორიას. რადიოს მილიონზე მეტი პოტენციური მსმენელი ჰყავს. "საქინფორმი" http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts