Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ზურაბ აბაშიძემ დედაქალაქში მგზავრობის პრობლემებზე განცხადება გააკეთა


Recommended Posts

</p>/get_img?ImageId=6049

 

 

 

დღეს პარტია “თავისუფალი დემოკრატების” თბილისის საკრებულოს წევრმა ზურაბ აბაშიძემ მგზავრობის საკითხებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

 

მან სამარშრუტო ტაქსით იმგზავრა და გრიგოლ ორბელიანის სახელობის სკვერში (ძველი კოლმეურნეობის მოედანი) მგზავრობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე განცხადება გააკეთა.

 

“ჩვენ გვქონდა საშუალება საკუთარ თავზე გამოგვეცადა ის პრობლემები, რომლებიც დაგროვდა ქალაქში სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით. დედაქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება ერთ–ერთი პრობლემატური თემაა”, – განაცხადა აბაშიძემ. მისი თქმით, პირველ რიგში, პრობლემას ფასი წარმოადგენს, ასევე ახალი სამარშრუტო ტაქსების ნაკლებობა.

 

“ის ვალდებულებები, რომლებიც ჰქონდა აღებული მერიას და იმ კომპანიას, ვინც გაიმარჯვა ამ ე.წ. ტენდერში არ შესრულებულა. ეს ყოველდღიურად აისახება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაზე. მერიამ ეს პრობლემები დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროს, რადგან ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ უსაფრთხო, თავისუფალი გადაადგილება”, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. ის ასევე მძღოლების პრობლემებსაც შეეხო:

 

“დღიური შენატანი, რომელსაც მძღლები იხდიან ძალიან მაღალია, მათ უგროვდებათ ვალები, რომელსაც ვერ ისტუმრებენ და რამდენიმემ უკვე მთხრა, რომ ამ სამსახურს თავი უნდა დაანებონ. დღიური შენატანი არის 58 ლარი, პლუს 25 ლარი, ამის გარდა, უნდა ჩაასხან ბენზინი, მარშრუტს გააჩნია, გრძელ გზაზე მძღოლს დღეში დაახლოებით 165 ლარის ხარჯი უწევს, რომელიც თვითონ უნდა გაიღოს. ამის გამო მათ უგროვდებათ ვალები იმ კომპანიის მიმართ რომელსაც მერიამ და გიგი უგულავამ გაამარჯვებინა.”

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...