planetanews Posted January 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/JalaRania-300x19911.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია დღეს, საქართველოში ინდონეზიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით კიევში) ნინინგ სუნინგსიჰ როჩადიატს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ინდონეზიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო წრე, ასევე, ორ ქვეყანას შორის არსებული სამართლებრივი ბაზის მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ინდონეზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობასა და 2012 წლის განმავლობაში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზე. შეხვედრაზე ინდონეზიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts