planetanews Posted January 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/MOLDOVIS_DELEGACIA-300x199.jpgრუსთავის ისუტიციის სახლს მოლდოვისა და უკრაინის დელეგაციები ეწვივნენ და დაათვალიერეს. იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდის კონცეფცია სტუმრებს საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ გააცნო. სტუმრებმა ქვეყანაში სახელმწიფო მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, მომსახურების სტანდარტებისა და ხარისხის შეფასების შესაძლებლობა კი მათ სპეციალურად დელეგაციის წევრებისათვის მოწყობილი ტურის ფარგლებში მიეცათ. მოლდოვისა და უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერეს და სერვისების პროცედურებს გაეცნენ. სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში გატარებული რეფორმებით და აღნიშნეს, რომ გამარტივებული პროცედურები სახელმწიფო მომსახურების სფეროში ქვეყანაში კორუფციის პრევენციის ეფექტურ მექანზმს წარმოადგენს. მოლდოვისა და უკრაინის დელეგაციის წევრები იუსტიციის სახლში ვიზიტამდე თბილისის პროკურატურის ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ. საქართველოსა და მოლდოვის პროკურატურას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს კოორდინირებულ მუშაობას დამნაშავეობის, კორუფციის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ადამიანით ვაჭრობისა და განსაკუთრებით, ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ. მოლდოველი და უკარინელი პროკურორების ვიზიტი იუსტიციის სახლში იმ წარმატებული შედეგების გაცნობის მიზნით განხორციელდა, რომელსაც საქართველომ სახელმწიფო მომსახურების სფეროს რეფორმირებით მიაღწია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts