planetanews Posted January 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/download-22.jpgთბილისის მერმა გიგი უგულავამ ახალი მრავალფუნქციური ობიექტი დაათვალიერა და და კომპლექსში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა. თბილისის მერის განცხადებით, თბილისში, კრიზისის შემდეგ, ყველაზე დიდი პრობლემა, სწორედ, მშენებლობებს შეექმნათ. „ ორი წლის წინ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, დავიწყეთ პროგრამა ,,ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე,” რომელიც, სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, მიზნად ძველი შეჩერებული მშენებლობების სტიმულირებას, დასრულებას და მათ ეკონომიკურად გაცოცხლებას ისახავდა. დღეს, თუ გადავავლებთ სტატისტიკას თვალს, ვნახავთ, რომ არის რამდენიმე საერთოდ უიმედო მშენებლობა. რამდენიმეზე ჩვენ ინდივიდუალურად ვმუშაობთ, რომ გადავარჩინოთ და ქალაქში არ შეგვრჩეს გაუთავებელი, დაუსრულებელი მშენებლობები. ძირითადი უმრავლესობა, დაახლოებით, 60-70% შენობებისა, რომელიც შენდებოდა, სწორედ ამ პროგრამის საშუალებით, მოხდა მათი ახალი სიცოცხლის შთაბერვა,“- განაცხდა უგულავამ. მისივე თქმით, ბიზნეს ცენტრი ამ პროგრამის კარგი მაგალითია. „გარდა იმისა, რომ ის დასრულდა, ნებისმიერი დასრულებული მშენებლობა, რომელიც, ბიზნესის მოზიდვას და ოფისების, სხვადასხვა ტიპის ცენტრების გახსნას გულისხმობს, ავტომატურად, დამატებით სამუშაო ადგილებს ნიშნავს. აქ გაიხსნება, დაახლოებით, 15-20 კომპანიის ოფისი, რაც დამატებით ნიშნავს 300-დან 500-მდე სამუშაო ადგილს. გაიხსნა გამაჯანსაღებელი სპორტული ცენტრი, რომელიც, ასევე დამატებით, 20-25 სამუშაო ადგილს ნისნავს, ამიტომ ასეთი ტიპის მშენებლობების ხელშეწყობა დამატებით, გარდა მშენებოლობის სტადიისა, ბუნებრივია ქმნის, გრძელვადიან სამუშაო ადგილებს, რაც ჩევნს ერთ-ერთ დიდი პრობლემას და საზრუნავს წარმოადგენს,“- აღნიშნა მერმა. სამშენებლო კომპანია „ტიფლის საბურთალო“ თბილისის მერიის პროექტ: „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ პირველ ეტპში მონაწილეობდა. კომპანიამ პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკისგან 875 050 აშშ დოლარი დაფინანსება მიიღო და აფაქიძის ქუჩაზე მდებარე შეჩერებული მშენებლობა განაახლა. აშენდა ორი ბლოკისგან შემდგარი მრავალფუნქციური კომპლექსი. ერთი ბლოკი 15 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოიცავს, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულდა და ეტაპობრივად მოსახლეობის შესახლება მიმდინარეობს. ახალი ბინებით სულ 110 ოჯახი დაკმაყოფილდა, მათ შორის 10 ოჯახი „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში ძველი, ავარიული სახლებიდან ახალ, კომფორტულ ბინებში გადავა საცხოვრებლად. შენობის მეორე ბლოკი 16 სართულიან, მრავალფუნქციურ ბიზნეს–ცენტრს წარმოადგენს. „ტიფლის ბიზნეს ტაუერის“ პირველ სართულზე “კორ სტანდარტ ბანკის“ ფილიალი, ტურისტული სააგენტო, ნოტარიუსისა და თარჯიმნის ოფისები, დიაბეტური და დიეტური სამზარეულო, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები განთავსდა. პირველ სართულზე გაიხსნა ასევე გამაჯანსაღებელი ფიტნეს სპა– სალონი „ლოტუს გარდენი“, სადაც მომხმარებელი თანამედროვე ტრენაჟორებითა და სპა-კაფსულებით ისარგებლებს და ყველა სასურველ პროცედურას ადგილზე ჩაიტარებს. ბიზნეს ცენტრში ფუნქციონირებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების ოფისები. ასევე მოეწყო 15 ნომრიანი სასტუმრო, ღამის კლუბი და ბოლო მე-16 სართულზე რესტორანი. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ ახალ ობიექტში ასობით ადამიანი დასაქმდება. კომპლექსის ეზოში გაზაფხულზე დასრულდება ჩოგბურთის კორტების, კალათბურთის სათამაშო მოედნისა და ღია საცურაო აუზის მშენებლობა. შენობის ირგვლივ და ქვეშ 200 მანქანაზე გათვლილი პარკირების ადგილი მოეწყო. „ტიფლის ბიზნეს ტაუერი“–ს მშნებლობა „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში მიღებული დაფინანსების გარდა, ყაზახეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის ინვესტიციითაც დაფინანსდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts