planetanews Posted January 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/devdariani_n_01.jpgჟურნალისტ ნანა დევდარიანის განცხადებით, ხელისუფლება წინასაარჩევნო რეჟიმში მუშაობს, ივანიშვილის კოალიციაში კი არჩვნებისადმი არხეინი დამოკიდებულებაა. ამის შესახებ ჟურნალისტმა “ITV”-ს მედიაკლუბში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხდა. დევდარიანმა “ქართული ოცნების” დატოვების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მოძრაობაში მისვლა მისმა დიდი ხნის მეგობარმა მამუკა არშიძემ შესთავაზა. „ბიძინა ივანიშვილთან პირადი შეხვედრა არც მანამდე და არც წამოსვლის შემდეგ არ მქონია. როდესაც, ცნობილი და მდიდარი ადამიანი გამოჩნდება, მას ალყას არტყამენ და ახლოს არავის უშვებენ. ასე მოხდა ბადრი პატარკაციშვილის შემთხვევაში და ასე ხდება ახლაც”,- განაცხდა დევდარიანმა და დასძინა, რომ ყველა ლიდერი, ადრე თუ გვიან, თავისი გარემოცვის მსხვერპლი ხდება ხოლმე. მისივე ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის დაფუძნება თებერვალში იგეგმებოდა, თუმცა ამჟამად ამისათვის მზად არიან თუ არა არ იცის, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკური პარტიის ლიდერად ეკატერინე ხვედელიძის დასახელებას, დევდარიანის თქმით, ეს იძულებითი გადაწყვეტილება იყო. „ეკატერინე ხვედელიძის დასახელება იძულებითი გადაწყვეტილება იყო, რადგან ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს. როგორი პოლიტიკოსი იქნება ხვედელიძე, ამას მომავალი გვიჩვენებს,“- დასძინა დევდარიანმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts