planetanews Posted January 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/download-32.jpgსაზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ „ კონტროლის პალატის“ მიმართვას გამოეხმაურა და აღნიშნულთან დაკაშირებით განცხადება გაავრცელა. „ექსპრესნიუსი“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: “2012 წლის 25 იანვარს საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ქართული ოცნება“ საქართველოს კონტროლის პალატისაგან მიიღო წერილი, რომლითაც კონტროლის პალატას აქვს უკანონო მცდელობა ხელყოს საზოგადოებრივი მოძრაობის საკუთრება. კერძოდ, კონტროლის პალატა მოითხოვს, რომ საზოგადოებრივმა მოძრაობამ ნებაყოფილობით უარი თქვას მის საკუთრებაში არსებულ 1 100 000 ლარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება ამ თანხის კონფისკაციით და მისი ათმაგი ოდენობით დაჯარიმებით. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენი საკუთრების უკანონო ჩამორთმევა და, ასევე, არაგონივრულად და არათანაზომიერად მკაცრი ფინანსური სანქციები, ჩვენ იძულებულნი ვართ ამ ეტაპზე შევასრულოთ კონტროლის პალატის უკანონო მოთხოვნა. თუმცა, უახლოეს დღეებში ვაპირებთ მივმართოთ ჩვენთვის კანონით მინიჭებულ სამართლებრივ ზომებს, რათა აღვკვეთოთ კონტროლის პალატის ჩვეულებად ქცეული თვითნებური და უკანონო მოქმედებები ჩვენს წინააღმდეგ,“- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონტროლის პალატამ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქართულ ოცნება” მოჩვენებით გარიგებაში დაანაშაულა და სპეციალური განცხადებით მიმართა. განცხადების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ 2011 წლის 29 დეკემბერს, მოძრაობა “ქართულმა ოცნებამ” 2011 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ხელშკერულების საფუძველზე, მომსახურების შესყიდვის მიზნით საბანკო ანგარიშზე 2 მილიონი ლარი ჩაურიცხა შპს “ელიტა ბურჯს”, 2012 წლის 17 იანვარს კი, შპს “ელიტა ბურჯმა”, მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი 2 მილიონი ლარიდან, 100 000 ლარი უკან გადაურიცხა მოძრაობა “ქართულ ოცნებას”. ორივე, ორგანიზაცია კი რეალურად ეკუთვნის ერთი და იმავე ფიზიკურ პირს, მოძრაობა “ქართული ოცნების” გამგეობის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. მონიტორინგის სამსახური მოძრაობა “ქართული ოცნების” ანგარიშზე იურიდიული პირის – შპს “ელიტა ბურჯის” მიერ ჩარიცხული თანხის 1.100 000 ლარის შპს “ელიტა ბურჯის” ანგარიშზზე გადარიცხვას სთავაზობს. კონტროლის პალატაში აცხადებენ, რომ შპს “ელიტა ბურჯსა” და მოძრაობა “ქართულ ოცნებას” შორის გარიგება დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ შეთანხმებას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით კი, ბათილია ყველა გარიგება, რომელიც მიზნად ისახავს კანონით დადგენილი წესებისა და შეზღუდვებისთვის თავის არიდებას. ამგვარი გარიგების საფუძველზე გაცემული და მიღებული ქონება მიიქცევა სახელმწიფოს საკუთრებაში. ამ შემთხვევაშიც მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ქმედებები განხორციელდა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის რეგულაციების გვერდის ასავლელად და მიზნად ისახავს იურიდიული პირისგან, კონკრეტულ შემთხვევაში შპს “ელიტა ბურჯისგან” მიღებული კანონით აკრძალული შემოწირულობისთვის კანონიერი სახის მინიჭებას. საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის საფუძველზე ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს კანონის რეგულაციების გვერდის ავლის ყველა მსგავს მცდელობაზე. ჩვენ საქმიანობის განხორციელების პროცესში ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 26 მუხლით განსაზღვრულ პირებთან თანამშრომლობას ვგეგმავთ. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული სანქიციების გამოყენების თავიდან ასაცილებლად გაძლევთ წინადადებას, მოძრაობა “ქართული ოცნების” ანგარიშზე იურიდიული პირის – შპს “ელიტა ბურჯის” მიერ ჩარიცხული თანხა 1.100 000 ლარი (ერთი მილიონი ასი ათასი ლარი) გადარიცხოთ უკან – შპს “ელიტა ბურჯის” ანგარიშზე”, – ნათქვმია კონტროლის პალატის განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts