Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ცაგარეიშვილი „ნაც.მოძარობის“ ხონის რაონულ ორგანიზაციაში “შავი ფულის” დარიგების ფაქტების გამოძიებას ითხოვს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/images-12.jpg„თავისუფალი დემოკრატების” წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი მედიაში გავცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, „ნაც.მოძარობის“  ხონის რაონულ ორგანიზაციაში “შავი ფულის” დარიგების ფაქტები ხდება.

 

როგორც ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხდა, “ნაციონალური მოძრაობის” ხონის რაონულ ორგანიზაციაში ფულის დარიგების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი მედიაში გავრცელდა.

 

მისი თქმით, დოკუმენტიდან  კარგად ჩანს, რომ პარტიულ “შავ ყულაბაში” თანხები იკრიბება, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების “ხარკისგან” ივსება  შემდეგ, კი  ადგილობრივ აქტივისტებზე ნაწილდება.

 

დეპუტატი მოითხოვს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურამ და კონტროლის პალატამ დაუყოვნებლივ სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ.

 

ცაგარეიშვილის განცხადებით, ამ ინფორმაციაზე და დოკუმენტზე დაყრდნობითსისხლის სამართლებრივი დანაშაული იკვეთება.

 

„ეს ქმედება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში” ცვლილებებამდეც დასჯადი იყო და თუ გავითვალისწინებთ ახალ რეგულაციებს, ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს“ – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლევან ბობოხიძე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებისგან ყოველთვე ხელფასის 15-20%-ს  იღებს, რომელიც შემდეგ პარტიულ აქტივისტებზე ნაწილდება.

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...