planetanews Posted January 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/medvedev_i_saakashvili.jpgთბილისი, 26 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 25 იანვარს განაცხადა, რომ მისი სურვილია, ქართველ ხალხთან გაუცხოების ფაზა რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, თუმცა მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ხელსაც კი არ გაუწვდის. „ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ იმისათვის, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ. ჩვენ ხომ არ გაგვიწყვეტია“, – განაცხადა მედვედევმა მოსკოვში სტუდენტებთან შეხვედრაზე. <span style="font-size: 10pt;" />„მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელთანაც არ მინდა საქმის დაჭერა, თავად გესმით, ვისზეც მაქვს საუბარი, მე მას არ შევხვდები და ხელსაც არ გავუწვდი“, – იტყობინება „იტარ-ტასი“ მედვედევის სიტყვებზე დაყრდნობით. მას მხედველობაში პრეზიდენტი სააკაშვილი ჰყავდა, რომელსაც პრეზიდენტმა მედვედევმა 2008 წელს „პოლიტიკური გვამი“ უწოდა. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts